დღეს 14 თებერვალია.
ვალენტინობა და ამ დღემ დამაფიქრა რამდენიმე
წუთით სიყავრულზე, წყვილებზე, ამ დღესასწაულზე, სტერეოტიპებზე რომელიც ამ თემის/საკითხის/გრძნობის
ირგვლივ არსებობს და ა.შ. თუმცა ეს რამდენიმე წუთიც საკამრისი იყო როგორც ჩანს, რომ
ბლოგზე პოსტი დამეწერა, არაფრით გამორჩეული, როგორც დანარჩენი სხვა ჩემი პოსტები, მაგრამ
მაინც დამეწერა, მოკლედ...
ბავშვობაში(და ადრეულ მოზარდობაში) რომ ვხედავდი წყვილებს, ცოლ–ქმარს სულ მეგონა რომ
მათი ერთად ყოფნის მიზეზი ცხადზე ცხადი და „თავისთავადი“ უნდა ყოფილიყო. ერთ წყვილზე
მეგონა, რომ ლამაზები იყვნენ ორივენი და ამიტომ ერთად უნდა ყოფილიყვნენ და ერთადაც
იყვნენ, მეორეზე მეგონა, ერთად იმიტომ უნდა ყოფილიყვნენ რომ შვილები ახლა ვინც ყავთ
ისინი ჰყოლოდათ და ამისთვის აუცილებელი იყო რომ ზუსტად ეს ორი ადამიანი ყოფილიყო ერთად,
წინააღმდეფგ შემთხვევაში ხომ მათი შვილები ისინი არ იქნებოდნენ ვინც ახლა არიან, მესამეზე
იმიტომ მეგონა ერთად უნდა ყოფილიყვნენ, რომ ერთიდაიგივე ხუმრობაზე ეცინებოდათ – რაღატომღაც
მეგონა, რომ რაღაც მომენტში ეს თვითონაც იცოდნენ, ერთმენეთის პირველივე დანახვისას,შეხვედრისას
იცოდნენ, რომ მორჩა(ბახ!) ის უნდა ყოფილიყო მისი მეორე ნახევარი, ბევრი ლაპარაკის გარეშე,
უსიტყვოდაც ხვდებოდნენ როდესაც ერთად ყოფნის დრო მოდიოდა და აი, ასე ადგებოდნენ ერთ
დღესაც გადაწყვეტდნენ და ოჯახს ქმნიდნენ.
ბავშვობაში ისიც მეგონა რომ ვინც შეგიყავრდებოდა მასაც აუცილებლად უყვარდებოდი. კიდევ
ისიც მეგონა რომ ისინი ვისაც ერთმანეთი უყვართ(ანუ შეყვარებულები ან ცოლ–ქმარი) არასოდეს
ჩხუბობდნენ და თუ რამე სწყინდათ ან ბრაზდებოდნენ ერთმანეთზე მაინც მშვიდად –ხმამაღალი
საუბრის და ყვირილის გარეშე – ეუბნებოდნენ ერთმანეთს საყვედურს.
ბავშვობაში კიდევ ისიც მეგონა რომ ვინც გიყავრდება სულ გიყვარდება და ერთმანეთი არასოდეს
გბეზრდებათ, სიყავრული ყველაფერს გადაწონის და არასოდეს ახუნებს მას ისეთი საკითხები
როგორიც შიდა ოჯახური წვრილმაებია და ა.შ.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო დებილი ბავშვი ვიყავი,ახლა კი მგონი გამოსწორების
გზაზე ვარ. მიხარია თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ, ალბათ, კაია..
Thursday, February 14, 2013
Sunday, December 23, 2012
ფეიბუქის საშუალებით რა შეგიძლია გაიგო შენს „ფრენდზე“ ანუ ძილის წინა ბოდვა
ფეიბუქის საშუალებით რა შეგიძლია გაიგო შენს „ფრენდზე“:
შეგიძლია გაიგო სახელი გვარი, როდის დაიბადა, სად, სად სწავლობდა, სად ცხოვრობს, რომელ წელს დაამთავრა სკოლა, რომელ წელს და სად ჩააბარა უნივერსიტეტში, როდის დაიწო მუშაობა და სად , როდის მიატოვა მისი პირველი სამსახური და სად დაიწყო შემდგომში მუშაობა, ვისზე დაინიშნა, როდის, როდის იქნება ქორწილი, ბავშვს როდის ელოდებიან და ალბათ შესაძლებელი რომ იყოს კამათის გაბუტვების და მერე ისევ შერიგების თარიღებსაც მიუთითებდნენ.
შეგიძლია ასევე გაიგო როგორ გამოიყურებოდა ბავშვობაში,მოზარდობაში და აწ უკვე მოზრდილობაში.
შეგიძლია გაიგო სად იყო დღეს, გუშინ, გუშინ წინისწინ და სად შეიძლება წავიდეს ხვალ.
შეგიძლია გაიგო რა მოამზადა საჭმელად დღეს ან რას მიირთმევს ახლა.
შეგიძლია გაიგო რამდენი კვადრატულია მისი აბაზანა და რა შამპუნს ხმარობს და თუ კარგად დააკვირდებით, სარკის წინ მოთავსებულ კბილის ჯაგრისების რაოდენობას, ისიც შეგიძლია გაიგოთ რამდენი ადამიანი ცხოვრობს მასთან ერთად სახლში.
შეგიძლია გაიგოთ როდის ტკივა თავი, როდის არის კარგ ხასიათზე, როდის არის ცუდ ხასიათზე, როდის ენატრება, როდის მობეზრდა ეს ყველაფერიიი,როდის ეძინება, როგორ უყვარს.
შეგიძლია გაიგო მისი ნებისმიერი დღის ემოციური მდგომარეობა მისი ექაუნთის შექმნის დღიდან, რომელიც საშუალოდ 2 წელია ხოლმე, ასე რომ 2 წელი გარკვეული კვლევების ჩასატარებლად არ არის ცუდი ხანგრძლივობა ფსიქოლოგებო.
შეგიძლია გაიგო როგორ გამოიყურებოდა მის პირველ პაემანზე, რა ხდებოდა მის ნიშნობაზე, როგორი ტორტი ჰქონდა ქორწილში და ვინ დაიჭირა მისი ნასროლი თაიგული.
შეგიძლია გაიგო მერამდენე თვეშია ორსულად, რამდენად მძმე ორსულობა აქვს, რამდენი გრამი მოიმატა უახლოესი საათ ნახევრის განმავლობაში.
შეგიძლია დაინახო როგორ გამოიყურება მისი 2 წამის წინ დაბადებული შვილი, ამ ბავშვის მამაზე და ბებია ბაბუებზე ადრე.შეგიძლია გაიგო რამდენად ჭირვეულია ეს ბავში, რამდენჯერ უწევს შენს ფრენდს ადგომა ღამე რომ ბავშვს აჭამოს. რომელ პარკში დაყავს სასეირნოდ და როგორ ცდილობს კვლავ თავის ძველ ფორმას დაუბრუნდეს.
აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ შეგიძლია გაიგო რა მუსიკა უყვარს, რა ფილმებს უყურებს, როგორია მისი პოლიტიკური შეხედულებები და ა.შ თუმცა ეს ძალიან წვრილმანია.
ნუთუ კერძო დეტექტივებზე მოთხოვნა მაინც არ შემცირებულა!!!
ყველა ეს ფრიენდი ჩემი ჩათლით ხანდახან უკვე წაკითხულ და ბოლო თაროზე მიდგებულ წიგნს გავს.
კარგია როცა უზიარებ ემოციებს სხვას, ეს გარკვეული თერაპია, თვითრეალიზაციაშიც გეხმარება. კარგია, კარგია, აქვს ბევრი პლიუსი ასეთ გულღიაობა?/გულწრფელობას?.
არ მინდა გამოვჩნდე გაღიზიანებული ადამიანი ამ ყველაფრით, რომელსაც უმიზეზოდ ამოუვიდა ყელში სხვისი პოსტები და „აი სულაც რასმიშლის ხო?“. არც არაფერს. უბრალოდ მაინტერესებს ამდენი ინფორმაცია უცხო ადამიანებისთვის რა საჭიროა, ან რა შეიცვალა ფეისბუქის გაჩენით, როდესაც შეიძლებოდა იგივე რამ რასაც შენ დღეს პოსტავ და იცი რომ მინიმუმ შენი „ფრენდები“ წაიკითხავენ და ეცოდინებათ შენ შესახებ, ფეისბუქის გარეშე შეიძლება გულში შეგენახა და მეგობრისთვისაც კი არ გაგემხილა. ნუთუ, კომპლექსიანებმა გაიხარეს და რამე?
უკვე ვბოდავ, მეძინება, წავედი.

Thursday, November 22, 2012
დიდი სიამოვნებით
Wednesday, November 14, 2012
M83
M83 - I guess I'm floating
მუსიკას შეუძლია გააცოცხლოს კადრები, ემოციები, მოგონებები.
მუსიკას შეუძლია გავლენა მოახდინოს წარმოსახვაზე, შექმნას ხედი, ოცნება განსაკუთრებით მაშინ როდესაც eyes are wide closedJ
ამ მუსიკაზე წარმოვიდგინე რომ მთავრდება გაზაფხული, იწყება ზაფხული, ნელ–ნელა მზე უფრო და უფრო თბება. ვზივარ პარკში,სკამზე, ქალაქის ერთ წყნარ უბანში და სახეს ვითბობ მზეზე. ხანდახან ღრუბლებს ეფარება, მაგრამ მერე ისევ გამოანათებს ხოლმე. ჩემს ირგვლივ ბევრი საქანელაა და ბევრი ბავშვი – არც ერთი უფროსი. ერთობიან, მხიარულობენ, იცინიან და მეც მეღიმება. თვალები დახუჭული მაქვს, ჩემს თვალებში ხან ყვითელი ბურთი გამოჩნდება ხან შავი ნისლი და ასე ვერთობი. ცოტა შემცივდა, მცირედ დაღლას ვგრძნობ, მაგრამ სასიამოვნოა, საერთოდ არაფერი მაწუხებს.

Sunday, September 23, 2012
Thursday, June 28, 2012
ოთახი
ოთახის ინსტრუქცია:
შეგიძლია წამოწვე/დაჯდე/მოკალათდე პუფში, წაიკითხო, მოუსმინო მუსიკას, ღამე უყურო მთვარეს, ითვალო ვარსკვლავები, დააკვირდე ღრუბლების მოძრაობას, უყურო წვიმას და ითვალო ფანჯარაზე მისი წვეთების რაოდენობა. შეგიძლია იჯდე და ხატო, წერო, იფიქრო, იცინო, იტირო, არ ადგე, მიიღო სტუმრები, ჩაიკეტო, წაუძინო და რავიცი კიდევ ბერვი რამ. ძალიან მომწონს ეს ოთახიც, აივანიც, ის სინათლეც რაც ამ ოთახში შემოდის და ეჭვი მაქვს ის ამინდიც რაც გარეთაა:)
Sunday, June 17, 2012
Saturday, March 17, 2012
I like books more than people
მინდა ვმუშაობდე წიგნების მაღაზიაში. წაკითხული მქონდეს
ყველა წიგნი რომელიც, ამ მაღაზიაში, გაიყიდება. ადამიანი რომ შემოვა, მინდა რამდენიმე წამში
მისი ხასიათით ვხვდებოდე, რომელი წიგნი მოეწონება და ის ვურჩიო. კიდევ მინდა ადამიანები რომლებიც წიგნებს იყიდიან, ყველანი თვის ბოლო შაბათ დღეს მოვიდნენ ხოლმე და მათი წაკითხული
წიგნებიდან საუკეთესო ფრაზები, და ზოგადად წიგთან დაკავშრებული ემოციები, გაუზიარონ ერთმანეთს
– ჩაი ან ყავა, რამე მშვიდი მუსიკა და „ქოზი“ გარემო ჩემზე იყოს, ამისთვისასც გამოვყოფ
ადგილს წიგნების მაღაზიაში. შემოსასვლელ კარებთან დიდი ფანჯარა უნდა იყოს, მზემ რომ
გაანათოს ხოლმე კარგად ოთახი, თან მიყვარს წიგნების სუნი :)
Friday, February 17, 2012
Saturday, January 28, 2012
Sunday, November 20, 2011
Wednesday, November 9, 2011
მუსიკალური ჭრილი
Bon Iver - Holocene – ერთი ნოტი, ერთი სიტყვაც კი არაა ზედმეტი ამ სიმღერაში, მშვუიდი :)
Sunday, November 6, 2011
თოვლის ბაბუას
ახალი წელი მინდა გავატარო/შევხვდე ლონდონში, ერთი 10 დღით გამიშვი რაა
პ.ს. არა მთვარეზე ჩუსტებით წასვლა არ მინდა!

Sunday, June 26, 2011
ლა, ვუყო ლა
დიდი სიამოვნებით დავიკარგებოდი ფოტოგრაფიაში!
დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ახლობლებისგან საყვედურებს სიტყვებით – „რა არის, არაფრისთვის აღარც გცალია, მარტო ეს ფოტოგრაფია, გადაღებები და მაგის გამო აქეთ–იქით ბოდიალი!“
დიდი სიამოვნებით დავუთმობდი კვირაში 8დღეს ფოტოგრაფიას და სხვა არაფერს! :)
დიდი სიამოვნებით გავათენებდი ღამეებს სურათების დამუშავებაში და მერე ასევე დიდი სიამოვენბით ვიწუწუნებდი დილით თვალებდაწითლებული და ყავით ხელში რომ – მეძნება!! :)
დიდი სიამოვნებით დავიღლიდი საჩვენებელ თითს ჩხაკუნით! :)
დიდი სიამოვნებით მეტკინებოდა მარცხენა თვალი ამდენჯერ დახუჭვით და გახელით! :)
ფოტოგრაფიას რომ სქესი ჰქონდეს, აუცილებლად, მამაკაცი და სტატუსი რომ ჰქოდნეს, აუცილებალდ, ჩემი შეყვარებული იქნებოდა! :)
კაა იი აა, ფოტოგრაფია, ფფლ!!!! :გული:

Sunday, May 22, 2011
Casa Batlló
აი, ხომ არის ადგილები, რომ არ იცი, შემთხვევით გადააწყდები გუგლში, უზომოდ მოგეწონება და 100 ჯერ უფრო მოგინდება მოგზაურობა – აი, ტირილამდე. ხოდა ახლა ასეა(!) ამ წამს ვფიქრობ(და არამგონია ეს ფიქრი „ საამწამიერო“ იყოს), თუ გინდა თქვა რომ იცხოვრე და რაღაც მაინც გინახავს – აი ეს უნდა ნახო. არ მაინტერესებს, ვერ/არ, თუ გინდა თქვა რომ გიცხოვია სულ ცოტა მაინც და რაღაც გინახავს, რაღაცეები მართლა უნდა ნახო(!!!) რომ წავალ(fingers crossed!) ცალკე ფირს(ჰო, ჩემი ზენიტი მიმაქვს) გამოვყოფ ამისთვის, აშკარად დამჭირდება..
ისე სწორი ნათქვამია ასჯერ გაგონილს/წაკითხულს ერთხელ ნანახი(იუთუბიდან მაინც) ჯობიაო, ხოოდა.. აი, ისიც – უხ რა კარგია(!)
პ.ს. მე ხელს აღარ შეგიშლით, მარტო დაგტოვებთ, თქვენ კი დაათვალიერეთ..
Wednesday, April 27, 2011
Friday, April 8, 2011
მე როდის დავტოვებ თბილის ალიონზე?
სურათმა მოგონებები, ტკბილი მოგონებები ამიშალა, წიგნზე, რომელიც მიყვარს(!) ყველა ფურცლით, ყველა გმირით, ყველა წერტილით და ყველა მძიმით..
(ვისაც წაგიკითხავთ ალბათ დამეთანხმებით)
ამ სურათს რომ ვუყურებ, კახა სულუაშვილის "თბილისს ვტოვებ ალიონზე" ერთი ეპიზოდი მახსენდება. აი, ბათუმში რომ არიან და ტყუპები რომ კლდეზე აიყვანენ და იქ რომ საუბრობენ რაც საკმაოდ დიიდი, სარისკო ნახტომით დამთავრდება (ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით).
რადგან ამ წიგნზე დავიწყე საუბარი, როგორ გავიცანით ერთმანეთი იმასაც მოვყვები(საყვარელი ადამიანის გაცნობისას რომ აყოლებენ ხოლმე, საყვარელმა წიგნმა რა დააშავა, ადამიანზე კარგმა წიგნმა!).
ზაფხულის მშვიდი შუადღე იყო, მე და ჩემი მეგობრები რაჭაში ვართ და ჩემმა ერთ–ერთმა მეგობარმა დაპირებისამებრ წამოიღო წიგნი, რომელსაც ჯერ უბრალოდ აღწერით, გადმოცემით, ზედმეტსახელად – "ძაან მაგარი წიგნია" ვიცნობდი. ხშირად მეუბნებოდა ნია (ჩვენი "მაჭანკალი") რომ უნდა წამეკითხა, არ ვინანებდი, მეც სულ ვეთანხმებოდი, თუმცა აბიტურიენტობის პერიოდი იყო და ზაფხულის დადგოამს ველოდებოდი რომ უფრო მშვიდად წამეკითხა. იცი რა მომენტი მეუფლებოდა ხოლმე? არ ვიცი რამდენად სწორად ავხსნი (მაგრამ შევეცდები). აი, ვიღაცა რაღაც კარგ საგანზე, ფაქტზე რომ გიყვება, რომელიც წინ გელის და იცი რომ ეს მოხდება, მაგრამ თან რომ წელავ დროს(ცოტათი), რომ ოდნავ გვიან დადგეს ეს ტკბილი მომენტი რათა უკეთ გაიზარო, უფრო დააფიქსირო ის სიამოვნება რასაც აქედან მიიღებ (აუ შევეცადე, მაგრამ არ გამომივიდა მგონი). მართალიც აღმოჩნდა ჩემი მოლოდინი, ეს ის წიგნია, რომელსაც ჩემს გონებაში თავისი კატეგორია აქვს, აი რჩევისას პ.ს.–ად რომ დააყოებ "აუ, რა ბედნიერი ხარ ჯერ რომ არ წაგიკითხავს და ეს სიამოვნება წინ გელის". მართლა, მაგარი წიგნია, თითქოს მარტივი მაგრამ ამ მარტივ სიტყვებში იმედნი ჭეშმარიტება, იმდენი გასააზრებელი და იმდენი სიმართლეა, რომ ვგიჟდები. ისეთი გმირები არიან, ისეთი მაგრები, ისეთი სავსეები, ამოუწურავები,ამ წიგნის წაკითხვის მერე მომინდა რამდენიმე ათეული წლით ადრე დავბადებულიყავი (არა მარტო ახლა, ეს სურვილი სულ მიჩნდება ხოლმე რამე ამ დროის წიგნს რომ წავიკითხავ ან ფილმს ვანხავ!), თუ არადა კაი მე თუ ვერ დავიბადე მინდა რომ ესეთი ბუნების, გონების, ფანტაზიის და ასეთი საინტერესო ადამიანები ჩემს დროშიც არსებობდენ. არამარტო ამ წიგნის გმირებზე, ბევრ სხვა პერსონაჟზე თუ ფილმის გმირზე მქონია მომენტები რომ მითქვამს ასეთები ნეტა ჩემს საუკუნეშიც არსებობდნენ–მეთქი. არ ვიცი შეიძლება არიან?(არა მგონია).
მოკლედ ყველას ვურჩევ ეს წიგნი წაიკითხოს თუ ჯერ არ წაუკითხავს, და თუ წაუკითხავს მაინც კიდევ გადაიკითხოს(ალბათ, ამას ჩემი რჩევის გარეშეც გააკეთებთ), მე ვაპირებ კიდევ ერთხელ ორჯერ სამჯერ და ... წავიკითხო სანამ არ გახუნდება, მაგრამ არა მგონია გახუნდეს, ასეთი პერსონაჟები არასოდეს ხუნდებიან.
პ.ს. აუ, რა ბედნიერები ხართ ჯერ რომ (ვისაც) არ წაგიკითხავთ და ეს სიამოვნება წინ გელით(!). :)

Thursday, March 31, 2011
ტკბილი სიზმრების რეცეპტი
ავიღოთ დღის მონაკვეთიდან (საღამოს)8 PM(დან) – (შუადღის) 3PM (მდე)..
დავამატოთ ცოტა ეს ხედი დაღამებიდან შუადღემდე...
ცოტა ეს ..
კიდევ ცხელი ყავა,სიგარეტი, ცარიელი ოთახი..
კიდევ რბილი ლეიბები, თბილი პლედები და..
..მეგობრები გემოვნებით :)
ტკბილინებისა ფფლ! <3
Tuesday, March 1, 2011
რასაც აქვს ფასი, მაგრამ არ იყიდება

Apple–ს ერთ–ერთი დამფუძნებლის – ჯობსის– შესახებ წავიკითხე დღეს სტატია, თურმე სიმსივნე ჰქონია და 6 თვეზე მეტს არ უწინასწრამეტყველებენ ექიმები, უხეშად (და ქართულად) რომ ვთვქავთ მისი მილიარდები, ავლა–დიდებაც და სახელიც გვერდზე დარჩება."...სამყარო კიდევ ერთხელ მიხვდა, რომ ჯანმრთელობაზე მნიშნელოვანი არაფერია და მას მილიარდებიც ვერ შველის..."
მართლაც, რომ ცოტა არ იყოს „დავიგრუზე“, ასეთი მწვერვალების შემდეგ ასეთი დაშვება იგივეა ლინჩის წესით გაგასამართლონ, საკუთარი თავის მართლების საშუალებაც არ მოგცენ, თან ამ ცხოვრებაში რაც უფრო მეტი გაქვს დასაკარგი მით უფრო ძნელია მიწიერ სამყაროსთან განშორება + ამას გასარკვევია შენი აზრი სიკდილის შემდეგ ცხოვრებასთან დაკავშრებით: საერთოდ გჯერა სიკვდილის შემდეგ იმ ქვეყნად სიცოცხლის ან იქნებ საერთოდ არ გჯერა იმ ქვეყნის არსებობის? ან იქნებ რეინკარნაციის?? ან იქნებ სამოთხისა და ჯოჯოხეთის. ჩემი აზრით, ესეც განსაძღვრავს იმას თუ რამდენად შეეგუები შენს "განაჩენს" და "სასჯელის აღსულებამდე" დროს რამდენად კარგად გამოიყენებ(შეძლებისდაგვარად).
სამწუხაროდ ფაქტი –რომ ამ დიაგნოზს ყოველდღიურად ბევრ ადამაინს უსვამენ და ბევრი იღუპება–ბევრია, მაგრამ, როცა უშალოდ ფაქტს ეჯახები უფრო მძიმეა, მით უმეტეს ასეთი ადამიანის ასეთი მოულოდნელი უბედურება. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი შესაბრალია, მაგრამ ასეთი ჭკვიანი და დიდი პოტენციალის ადამიანების მიმართ ,რომლებიც ქმნიან ისეთ ისტორიას, რომელსაც შეგიძლია შეეხო, დაინახო, გამოიყენე კიდევ სხვანაირი სინანული მიჩნდება– ხოლმე(და, ალბათ, არა მარტო მე).
საერთოდ შიში გულსა და გონებაში ხშირად მაქვს, თუმცა ვცდილობ არ ვიფიქრო და საკმაოდ წარმატებით გამომდის, მაგრამ ასეთი ამბების შემდეგ ისევ ამოტივტივდება ხოლმე ზედაპირზე – მეშინია არ დავკარგო ისეთი რამ რასაც მილიარდებიც ვერ უშველის, რასაც ვეღარ დაიბრუნებ, ვეღარ იყიდი, ყველაზე პირველი – ჯანმრთელობა, განსაკუთრებით კი საყვარელი ადამიანების , რომელთა სიხარულსა და უბედურებასაც ერთნაირად იზიარებ და, საკუთარზე არანაკლებ, განიცდი. მეშინია საკუთარი უძლურების, არა იმდენად საკუთარი თავის, არამედ ჩემთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ, დედა ტერეზობას არ ვიბრალებ, მაგრამ მართლა ასეა:)
თუმცა ესეც ხომ ეგოისტობაა პრინციპში, ყველაფერი საკუთარი თავის კარგად ყოფნაზე ფიქრიდან გამომდინარეობს, ვიცით სხვები თუ არ იქნებიან კარგად, თუ ჩვენ არ შეგვეძლება მათი დახმარება როცა გვინდა და ვიცით, რომ უნდა ვეხმარებოდეთ, მაშინ ჩვენც არ ვართ კარგად– ასე გამოდის რომ საკუთარ თავის კარგად ყოფნაზე ვზრუვთ, რომლის მიზანიც(შეიძლება ჩვენდაუნებურად) სხვების კარგად ყოფნაა.
სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა და ხშირად ეს რეალობა ისევე არასასიამოვნოა, როგორც ზამთრის სუსხიან ორშაბათ დილას მაღვიძარას ხმა, რომელიც ტკბილი ძილიდან რეალობაში გვაბრუნებს, სუსხიან რეალობაში :)
Saturday, February 26, 2011
white like a snow
სულ თეთრია ყველაფერი – თბილისში თოვს და როგორც ალბათ თოვლს ჩვევია ასეთ დროს თითქოს რაღაცნაირად ჩათბება ხოლმე ირგვლივ, შობა მომინდა, სანთლები, წითელი ფერი და ახალი წელი. ღამის 12 საათს ზუსტად 21 წუთში ჩამოკრავს და ზამთრის ბოლო დღემდე 24 საათიღა დარჩება...თოვლმა წერა მომანდომა და მეც რამდენიმე ხაზს დავწერ...
2შაბათიდან უსაქმურობის მესამე კვირა იწყება და ამასთანავე უსაქმურობის ბოლო კვირა მერე სწავლას ვიწყებ ისევ. საინტერესო იყო. სიმართლე გითხრათ ასეთი უსაქმურობა დიდი ხანია არ მიგრძვნია, ალბათ, აბიტურიენტობის მძიმე, დაძაბული წლის და ასევე ზაფხულის გამო (შედეგების ლოდინში ეკლებზე ვიჯექი). ამ დაძაბულმა წელმა ცოტა არ იყოს დამავიწყა რას ნიშნავს როგორც იტყვიან "spare time", ხოდა ახლა სრული სამი კვირა მქონდა სრული უსააქმურობისთვის, საინტერესო იყო, სრული უპრობლემო 3 კვირა, როცა 24 საათის ნახევარზე მეტი გძინავს, ჭამ, კითხულობ რასაც გინდა, უამრავ ფილმს უყურებ, მეგობრებთან ერთად ერთობი და არფერს არ აკეთებ საბოლოო ჯამში. რაღაცაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, უპრობლემოდ ცხოვრება კარგია ბევრი საფიქრალი რომ არ გაქვს, თუმცა მუმდივი უსაქმურობა მართლაც რომ საშნელებაა!!! მემგონი შრომაზე უფრო დამღლელი უსაქმურობაა, თან უსაქმურობა სულაც არ ნიშნავს უპრობლემობას და არც პირიქით, მაგრამ კარგია ხანდახან შვებულება (არდადგები), 1–2 კვირა ამოსუნთქვა, გააზრება რა ხდება შენს ირგვლივ, გჭირდება? გინდა რასაც აკეთებ?, ჩამოაყალიბო გეგმები მომავალ შვეუბლებამდე (არდადეგებამდე) და ა.შ
მიყვარს თოვლი, მხოლოდ მაშინ როცა სახლში ვარ, ხელში ჩემი საყვარელი წითელი, ცხელი ჭიქა მიჭირავს(ყავა–1, შაქარი– 2/5) და ამას James Blake - Limit To Your Love ვუსმენ, რაღაცნაირი „cuddle weather“ არის, თბილი, თეთრი, სუფთა, ჩახუტება მოგინდება :)
ისე თოვლი ასე რომ არ იგვიანებდეს და ახალ წელსაც ათეთრებდეს ირგვლივ ყველაფერს მემგონი ჩემი(და ვგონებ არა მარტო ჩემი) საახალწლო განწყობა უფრო ამაღლებული და სადღესასწაულო, საზამთრო იქნებოდა :)

Subscribe to:
Posts (Atom)