Pages

Friday, April 8, 2011

მე როდის დავტოვებ თბილის ალიონზე?

სურათმა მოგონებები, ტკბილი მოგონებები ამიშალა, წიგნზე, რომელიც მიყვარს(!) ყველა ფურცლით, ყველა გმირით, ყველა წერტილით და ყველა მძიმით..
(ვისაც წაგიკითხავთ ალბათ დამეთანხმებით)
ამ სურათს რომ ვუყურებ, კახა სულუაშვილის "თბილისს ვტოვებ ალიონზე" ერთი ეპიზოდი მახსენდება. აი, ბათუმში რომ არიან და ტყუპები რომ კლდეზე აიყვანენ და იქ რომ საუბრობენ რაც საკმაოდ დიიდი, სარისკო ნახტომით დამთავრდება (ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით).
რადგან ამ წიგნზე დავიწყე საუბარი, როგორ გავიცანით ერთმანეთი იმასაც მოვყვები(საყვარელი ადამიანის გაცნობისას რომ აყოლებენ ხოლმე, საყვარელმა წიგნმა რა დააშავა, ადამიანზე კარგმა წიგნმა!).
ზაფხულის მშვიდი შუადღე იყო, მე და ჩემი მეგობრები რაჭაში ვართ და ჩემმა ერთერთმა მეგობარმა დაპირებისამებრ წამოიღო წიგნი, რომელსაც ჯერ უბრალოდ აღწერით, გადმოცემით, ზედმეტსახელად – "ძაან მაგარი წიგნია" ვიცნობდი. ხშირად მეუბნებოდა ნია (ჩვენი "მაჭანკალი") რომ უნდა წამეკითხა, არ ვინანებდი, მეც სულ ვეთანხმებოდი, თუმცა აბიტურიენტობის პერიოდი იყო და ზაფხულის დადგოამს ველოდებოდი რომ უფრო მშვიდად წამეკითხა. იცი რა მომენტი მეუფლებოდა ხოლმე? არ ვიცი რამდენად სწორად ავხსნი (მაგრამ შევეცდები). აი, ვიღაცა რაღაც კარგ საგანზე, ფაქტზე რომ გიყვება, რომელიც წინ გელის და იცი რომ ეს მოხდება, მაგრამ თან რომ წელავ დროს(ცოტათი), რომ ოდნავ გვიან დადგეს ეს ტკბილი მომენტი რათა უკეთ გაიზარო, უფრო დააფიქსირო ის სიამოვნება რასაც აქედან მიიღებ (აუ შევეცადე, მაგრამ არ გამომივიდა მგონი). მართალიც აღმოჩნდა ჩემი მოლოდინი, ეს ის წიგნია, რომელსაც ჩემს გონებაში თავისი კატეგორია აქვს, აი რჩევისას .ს.ად რომ დააყოებ "აუ, რა ბედნიერი ხარ ჯერ რომ ა წაგიკითხავს და ეს სიამოვნება წინ გელის". მართლა, მაგარი წიგნია, თითქოს მარტივი მაგრამ ამ მარტივ სიტყვებში იმედნი ჭეშმარიტება, იმდენი გასააზრებელი და იმდენი სიმართლეა, რომ ვგიჟდები. ისეთი გმირები არიან, ისეთი მაგრები, ისეთი სავსეები, ამოუწურავები,ამ წიგნის წაკითხვის მერე მომინდა რამდენიმე ათეული წლით ადრე დავბადებულიყავი (არა მარტო ახლა, ეს სურვილი სულ მიჩნდება ხოლმე რამე ამ დროის წიგნს რომ წავიკითხავ ან ფილმს ვანხავ!), თუ არადა კაი მე თუ ვერ დავიბადე მინდა რომ ესეთი ბუნების, გონების, ფანტაზიის და ასეთი საინტერესო ადამიანები ჩემს დროშიც არსებობდენ. არამარტო ამ წიგნის გმირებზე, ბევრ სხვა პერსონაჟზე თუ ფილმის გმირზე მქონია მომენტები რომ მითქვამს ასეთები ნეტა ჩემს საუკუნეშიც არსებობდნენმეთქი. არ ვიცი შეიძლება არიან?(არა მგონია).
მოკლედ ყველას ვურჩევ ეს წიგნი წაიკითხოს თუ ჯერ არ წაუკითხავს, და თუ წაუკითხავს მაინც კიდევ გადაიკითხოს(ალბათ, ამას ჩემი რჩევის გარეშეც გააკეთებთ), მე ვაპირებ კიდევ ერთხელ ორჯერ სამჯერ და ... წავიკითხო სანამ არ გახუნდება, მაგრამ არა მგონია გახუნდეს, ასეთი პერსონაჟები არასოდეს ხუნდებიან.
.. აუ, რა ბედნიერები ხართ ჯერ რომ (ვისაც) არ წაგიკითხავთ და ეს სიამოვნება წინ გელით(!). :)

4 comments:

  1. უჩემოდ თბილისის დატოვება არც კი გაბედო =))) პ.ს. წიგნია non stop გეთანხმები დაოოო =)) მახსოვს შენი სახე რო მორჩი, მართლა მახსოვს. ეს წიგნი და ფილმებიდან ''როცა აყვავდა ნუში'' მიყვარს

    ReplyDelete
  2. მართალი ხარ. მაგარი წიგნია და მასეთი კარგი ჯერ არააფერი წამიკითხავს, იმდენჯერ მაქვს წაკითხული სათვალავიც ამერია და ახლაც დიდი სიამოვნებით წავიკითხავ

    ReplyDelete
  3. ბევრი ტბილი სიტყვა მომისმენია ჩემი პირველი რომანის შესახებ, თუმცა ესეთი ლაკონურად ხეირიანი, იშვიათად... :)
    გულწრფელი მადლობა ამ წერილის ავტორს.

    პატივისცემით კახა სულუაშვილი

    ReplyDelete
  4. ბევრი ტბილი სიტყვა მომისმენია ჩემი პირველი რომანის შესახებ, თუმცა ესეთი ლაკონურად ხეირიანი, იშვიათად... :)
    გულწრფელი მადლობა ამ წერილის ავტორს.

    პატივისცემით კახა სულუაშვილი

    ReplyDelete