Pages

Sunday, December 23, 2012

ფეიბუქის საშუალებით რა შეგიძლია გაიგო შენს „ფრენდზე“ ანუ ძილის წინა ბოდვა


ფეიბუქის საშუალებით რა შეგიძლია გაიგო შენს „ფრენდზე“:
შეგიძლია გაიგო სახელი გვარი, როდის დაიბადა, სად, სად სწავლობდა, სად ცხოვრობს, რომელ წელს დაამთავრა სკოლა, რომელ წელს და სად ჩააბარა უნივერსიტეტში, როდის დაიწო მუშაობა და სად , როდის მიატოვა მისი პირველი სამსახური და სად დაიწყო შემდგომში მუშაობა, ვისზე დაინიშნა, როდის, როდის იქნება ქორწილი, ბავშვს როდის ელოდებიან და ალბათ შესაძლებელი რომ იყოს კამათის გაბუტვების და მერე ისევ შერიგების თარიღებსაც მიუთითებდნენ.
შეგიძლია ასევე გაიგო როგორ გამოიყურებოდა ბავშვობაში,მოზარდობაში და აწ უკვე მოზრდილობაში.
შეგიძლია გაიგო სად იყო დღეს, გუშინ, გუშინ წინისწინ და სად შეიძლება წავიდეს ხვალ.
შეგიძლია გაიგო რა მოამზადა საჭმელად დღეს ან რას მიირთმევს ახლა.
შეგიძლია გაიგო რამდენი კვადრატულია მისი აბაზანა და რა შამპუნს ხმარობს და თუ კარგად დააკვირდებით, სარკის წინ მოთავსებულ კბილის ჯაგრისების რაოდენობას, ისიც შეგიძლია გაიგოთ რამდენი ადამიანი ცხოვრობს მასთან ერთად სახლში.
შეგიძლია გაიგოთ როდის ტკივა თავი, როდის არის კარგ ხასიათზე, როდის არის ცუდ ხასიათზე, როდის ენატრება, როდის მობეზრდა ეს ყველაფერიიი,როდის ეძინება, როგორ უყვარს.
შეგიძლია გაიგო მისი ნებისმიერი დღის ემოციური მდგომარეობა მისი ექაუნთის შექმნის დღიდან, რომელიც საშუალოდ 2 წელია ხოლმე, ასე რომ 2 წელი გარკვეული კვლევების ჩასატარებლად არ არის ცუდი ხანგრძლივობა ფსიქოლოგებო.
შეგიძლია გაიგო როგორ გამოიყურებოდა მის პირველ პაემანზე, რა ხდებოდა მის ნიშნობაზე, როგორი ტორტი ჰქონდა ქორწილში და ვინ დაიჭირა მისი ნასროლი თაიგული.
შეგიძლია გაიგო მერამდენე თვეშია ორსულად, რამდენად მძმე ორსულობა აქვს, რამდენი გრამი მოიმატა უახლოესი საათ ნახევრის განმავლობაში.
შეგიძლია დაინახო როგორ გამოიყურება მისი 2 წამის წინ დაბადებული შვილი, ამ ბავშვის მამაზე და ბებია ბაბუებზე ადრე.შეგიძლია გაიგო რამდენად ჭირვეულია ეს ბავში, რამდენჯერ უწევს შენს ფრენდს ადგომა ღამე რომ ბავშვს აჭამოს. რომელ პარკში დაყავს სასეირნოდ და როგორ ცდილობს კვლავ თავის ძველ ფორმას დაუბრუნდეს.
აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ შეგიძლია გაიგო რა მუსიკა უყვარს, რა ფილმებს უყურებს, როგორია მისი პოლიტიკური შეხედულებები და ა.შ თუმცა ეს ძალიან წვრილმანია.
ნუთუ კერძო დეტექტივებზე მოთხოვნა მაინც არ შემცირებულა!!!
ყველა ეს ფრიენდი ჩემი ჩათლით ხანდახან უკვე წაკითხულ და ბოლო თაროზე მიდგებულ წიგნს გავს.
კარგია როცა უზიარებ ემოციებს სხვას, ეს გარკვეული თერაპია, თვითრეალიზაციაშიც გეხმარება. კარგია, კარგია, აქვს ბევრი პლიუსი ასეთ გულღიაობა?/გულწრფელობას?.
არ მინდა გამოვჩნდე გაღიზიანებული ადამიანი ამ ყველაფრით, რომელსაც უმიზეზოდ ამოუვიდა ყელში სხვისი პოსტები და „აი სულაც რასმიშლის ხო?“. არც არაფერს. უბრალოდ მაინტერესებს ამდენი ინფორმაცია უცხო ადამიანებისთვის რა საჭიროა, ან რა შეიცვალა ფეისბუქის გაჩენით, როდესაც შეიძლებოდა იგივე რამ რასაც შენ დღეს პოსტავ და იცი რომ მინიმუმ შენი „ფრენდები“ წაიკითხავენ და ეცოდინებათ შენ შესახებ, ფეისბუქის გარეშე  შეიძლება გულში შეგენახა და მეგობრისთვისაც კი არ გაგემხილა. ნუთუ, კომპლექსიანებმა გაიხარეს და რამე?
უკვე ვბოდავ, მეძინება, წავედი.

1 comment: