Pages

Sunday, December 23, 2012

ფეიბუქის საშუალებით რა შეგიძლია გაიგო შენს „ფრენდზე“ ანუ ძილის წინა ბოდვა


ფეიბუქის საშუალებით რა შეგიძლია გაიგო შენს „ფრენდზე“:
შეგიძლია გაიგო სახელი გვარი, როდის დაიბადა, სად, სად სწავლობდა, სად ცხოვრობს, რომელ წელს დაამთავრა სკოლა, რომელ წელს და სად ჩააბარა უნივერსიტეტში, როდის დაიწო მუშაობა და სად , როდის მიატოვა მისი პირველი სამსახური და სად დაიწყო შემდგომში მუშაობა, ვისზე დაინიშნა, როდის, როდის იქნება ქორწილი, ბავშვს როდის ელოდებიან და ალბათ შესაძლებელი რომ იყოს კამათის გაბუტვების და მერე ისევ შერიგების თარიღებსაც მიუთითებდნენ.
შეგიძლია ასევე გაიგო როგორ გამოიყურებოდა ბავშვობაში,მოზარდობაში და აწ უკვე მოზრდილობაში.
შეგიძლია გაიგო სად იყო დღეს, გუშინ, გუშინ წინისწინ და სად შეიძლება წავიდეს ხვალ.
შეგიძლია გაიგო რა მოამზადა საჭმელად დღეს ან რას მიირთმევს ახლა.
შეგიძლია გაიგო რამდენი კვადრატულია მისი აბაზანა და რა შამპუნს ხმარობს და თუ კარგად დააკვირდებით, სარკის წინ მოთავსებულ კბილის ჯაგრისების რაოდენობას, ისიც შეგიძლია გაიგოთ რამდენი ადამიანი ცხოვრობს მასთან ერთად სახლში.
შეგიძლია გაიგოთ როდის ტკივა თავი, როდის არის კარგ ხასიათზე, როდის არის ცუდ ხასიათზე, როდის ენატრება, როდის მობეზრდა ეს ყველაფერიიი,როდის ეძინება, როგორ უყვარს.
შეგიძლია გაიგო მისი ნებისმიერი დღის ემოციური მდგომარეობა მისი ექაუნთის შექმნის დღიდან, რომელიც საშუალოდ 2 წელია ხოლმე, ასე რომ 2 წელი გარკვეული კვლევების ჩასატარებლად არ არის ცუდი ხანგრძლივობა ფსიქოლოგებო.
შეგიძლია გაიგო როგორ გამოიყურებოდა მის პირველ პაემანზე, რა ხდებოდა მის ნიშნობაზე, როგორი ტორტი ჰქონდა ქორწილში და ვინ დაიჭირა მისი ნასროლი თაიგული.
შეგიძლია გაიგო მერამდენე თვეშია ორსულად, რამდენად მძმე ორსულობა აქვს, რამდენი გრამი მოიმატა უახლოესი საათ ნახევრის განმავლობაში.
შეგიძლია დაინახო როგორ გამოიყურება მისი 2 წამის წინ დაბადებული შვილი, ამ ბავშვის მამაზე და ბებია ბაბუებზე ადრე.შეგიძლია გაიგო რამდენად ჭირვეულია ეს ბავში, რამდენჯერ უწევს შენს ფრენდს ადგომა ღამე რომ ბავშვს აჭამოს. რომელ პარკში დაყავს სასეირნოდ და როგორ ცდილობს კვლავ თავის ძველ ფორმას დაუბრუნდეს.
აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ შეგიძლია გაიგო რა მუსიკა უყვარს, რა ფილმებს უყურებს, როგორია მისი პოლიტიკური შეხედულებები და ა.შ თუმცა ეს ძალიან წვრილმანია.
ნუთუ კერძო დეტექტივებზე მოთხოვნა მაინც არ შემცირებულა!!!
ყველა ეს ფრიენდი ჩემი ჩათლით ხანდახან უკვე წაკითხულ და ბოლო თაროზე მიდგებულ წიგნს გავს.
კარგია როცა უზიარებ ემოციებს სხვას, ეს გარკვეული თერაპია, თვითრეალიზაციაშიც გეხმარება. კარგია, კარგია, აქვს ბევრი პლიუსი ასეთ გულღიაობა?/გულწრფელობას?.
არ მინდა გამოვჩნდე გაღიზიანებული ადამიანი ამ ყველაფრით, რომელსაც უმიზეზოდ ამოუვიდა ყელში სხვისი პოსტები და „აი სულაც რასმიშლის ხო?“. არც არაფერს. უბრალოდ მაინტერესებს ამდენი ინფორმაცია უცხო ადამიანებისთვის რა საჭიროა, ან რა შეიცვალა ფეისბუქის გაჩენით, როდესაც შეიძლებოდა იგივე რამ რასაც შენ დღეს პოსტავ და იცი რომ მინიმუმ შენი „ფრენდები“ წაიკითხავენ და ეცოდინებათ შენ შესახებ, ფეისბუქის გარეშე  შეიძლება გულში შეგენახა და მეგობრისთვისაც კი არ გაგემხილა. ნუთუ, კომპლექსიანებმა გაიხარეს და რამე?
უკვე ვბოდავ, მეძინება, წავედი.

Thursday, November 22, 2012

დიდი სიამოვნებით




დავჯდებოდი ფანჯრის რაფაზე, მუხლებს გისოსებს მივაყრდნობდი, ცხელ ჩაის მოვიქცევდი ხელის გულებში, გავთბებოდი. პირიდან ორთქლს გამოვუშვებდი და იმის ყურებით გავერთობოდი. ცოტა სუსხი და ცოტა სიცივე, უკვე ღამდება და მეტი სიმყუდროვე ისადგურებს ირგვლივ. კარგია.

Wednesday, November 14, 2012

M83

M83 - I guess I'm floating

მუსიკას შეუძლია გააცოცხლოს კადრები, ემოციები, მოგონებები.
მუსიკას შეუძლია გავლენა მოახდინოს წარმოსახვაზე, შექმნას ხედი, ოცნება განსაკუთრებით მაშინ როდესაც eyes are wide closed
J
ამ მუსიკაზე წარმოვიდგინე რომ მთავრდება გაზაფხული, იწყება ზაფხული, ნელ–ნელა მზე უფრო და უფრო თბება. ვზივარ პარკში,სკამზე,  ქალაქის ერთ წყნარ უბანში და სახეს ვითბობ მზეზე. ხანდახან ღრუბლებს ეფარება, მაგრამ მერე ისევ გამოანათებს ხოლმე.  ჩემს ირგვლივ ბევრი საქანელაა და ბევრი ბავშვი – არც ერთი უფროსი. ერთობიან, მხიარულობენ, იცინიან და მეც მეღიმება. თვალები დახუჭული მაქვს, ჩემს თვალებში ხან ყვითელი ბურთი გამოჩნდება ხან შავი ნისლი და ასე ვერთობი. ცოტა შემცივდა, მცირედ დაღლას ვგრძნობ, მაგრამ სასიამოვნოა, საერთოდ არაფერი მაწუხებს.


Sunday, September 23, 2012

nothing


Thursday, June 28, 2012

ოთახი


ოთახის ინსტრუქცია:
შეგიძლია წამოწვე/დაჯდე/მოკალათდე პუფში, წაიკითხო, მოუსმინო მუსიკას, ღამე უყურო მთვარეს, ითვალო ვარსკვლავები, დააკვირდე ღრუბლების მოძრაობას, უყურო წვიმას და ითვალო ფანჯარაზე მისი წვეთების რაოდენობა. შეგიძლია იჯდე და ხატო, წერო, იფიქრო, იცინო, იტირო, არ ადგე, მიიღო სტუმრები, ჩაიკეტო, წაუძინო და რავიცი კიდევ ბერვი რამ. ძალიან მომწონს ეს ოთახიც, აივანიც, ის სინათლეც რაც ამ ოთახში შემოდის და ეჭვი მაქვს ის ამინდიც რაც გარეთაა:)

Sunday, June 17, 2012

*

განა არსებობს კიდევ რამე სიყალბის გარეშე?

Saturday, March 17, 2012

I like books more than people

მინდა ვმუშაობდე წიგნების მაღაზიაში. წაკითხული მქონდეს ყველა წიგნი რომელიც, ამ მაღაზიაში, გაიყიდება. ადამიანი რომ შემოვა, მინდა რამდენიმე წამში მისი ხასიათით ვხვდებოდე, რომელი წიგნი მოეწონება და ის ვურჩიო. კიდევ მინდა ადამიანები რომლებიც წიგნებს იყიდიან, ყველანი თვის ბოლო შაბათ დღეს მოვიდნენ ხოლმე და მათი წაკითხული წიგნებიდან საუკეთესო ფრაზები, და ზოგადად წიგთან დაკავშრებული ემოციები, გაუზიარონ ერთმანეთს – ჩაი ან ყავა, რამე მშვიდი მუსიკა და „ქოზი“ გარემო ჩემზე იყოს, ამისთვისასც გამოვყოფ ადგილს წიგნების მაღაზიაში. შემოსასვლელ კარებთან დიდი ფანჯარა უნდა იყოს, მზემ რომ გაანათოს ხოლმე კარგად ოთახი, თან მიყვარს წიგნების სუნი :)

Saturday, January 28, 2012

ჰო