Pages

Thursday, March 31, 2011

ტკბილი სიზმრების რეცეპტი


ავიღოთ დღის მონაკვეთიდან (საღამოს)8 PM(დან) – (შუადღის) 3PM (მდე)..
დავამატოთ ცოტა ეს ხედი დაღამებიდან შუადღემდე...
ცოტა ეს ..
კიდევ ცხელი ყავა,სიგარეტი, ცარიელი ოთახი..
კიდევ რბილი ლეიბები, თბილი პლედები და..
..მეგობრები გემოვნებით :)
ტკბილინებისა ფფლ! <3

Tuesday, March 1, 2011

რასაც აქვს ფასი, მაგრამ არ იყიდება


Apple–ს ერთ–ერთი  დამფუძნებლის – ჯობსის– შესახებ წავიკითხე დღეს სტატია, თურმე სიმსივნე ჰქონია და 6 თვეზე მეტს არ უწინასწრამეტყველებენ ექიმები, უხეშად (და ქართულად) რომ ვთვქავთ მისი მილიარდები, ავლა–დიდებაც და სახელიც გვერდზე დარჩება."...სამყარო კიდევ ერთხელ მიხვდა, რომ ჯანმრთელობაზე მნიშნელოვანი არაფერია და მას მილიარდებიც ვერ შველის..."
მართლაც, რომ ცოტა არ იყოს „დავიგრუზე“, ასეთი მწვერვალების შემდეგ ასეთი დაშვება იგივეა ლინჩის წესით გაგასამართლონ, საკუთარი თავის მართლების საშუალებაც არ მოგცენ, თან ამ ცხოვრებაში რაც უფრო მეტი გაქვს დასაკარგი მით უფრო ძნელია მიწიერ სამყაროსთან განშორება + ამას გასარკვევია შენი აზრი სიკდილის შემდეგ ცხოვრებასთან დაკავშრებით: საერთოდ გჯერა სიკვდილის შემდეგ იმ ქვეყნად სიცოცხლის ან იქნებ საერთოდ არ გჯერა იმ ქვეყნის არსებობის? ან იქნებ რეინკარნაციის?? ან იქნებ სამოთხისა და ჯოჯოხეთის. ჩემი აზრით, ესეც განსაძღვრავს იმას თუ რამდენად შეეგუები შენს "განაჩენს" და "სასჯელის აღსულებამდე" დროს რამდენად კარგად გამოიყენებ(შეძლებისდაგვარად).
სამწუხაროდ ფაქტი –რომ ამ დიაგნოზს ყოველდღიურად ბევრ ადამაინს უსვამენ და ბევრი იღუპება–ბევრია, მაგრამ, როცა უშალოდ ფაქტს ეჯახები უფრო მძიმეა, მით უმეტეს ასეთი ადამიანის ასეთი მოულოდნელი  უბედურება. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი შესაბრალია, მაგრამ ასეთი ჭკვიანი და დიდი პოტენციალის ადამიანების მიმართ ,რომლებიც ქმნიან ისეთ  ისტორიას, რომელსაც შეგიძლია შეეხო, დაინახო,  გამოიყენე კიდევ სხვანაირი სინანული მიჩნდება– ხოლმე(და, ალბათ, არა მარტო მე).
 
საერთოდ შიში გულსა და გონებაში ხშირად მაქვს, თუმცა ვცდილობ არ ვიფიქრო და საკმაოდ წარმატებით გამომდის, მაგრამ ასეთი ამბების შემდეგ ისევ ამოტივტივდება ხოლმე ზედაპირზე – მეშინია არ დავკარგო ისეთი რამ რასაც მილიარდებიც ვერ უშველის, რასაც ვეღარ დაიბრუნებ, ვეღარ იყიდი, ყველაზე პირველი – ჯანმრთელობა, განსაკუთრებით კი საყვარელი ადამიანების , რომელთა სიხარულსა და უბედურებასაც ერთნაირად იზიარებ და, საკუთარზე არანაკლებ, განიცდი. მეშინია საკუთარი უძლურების, არა იმდენად  საკუთარი თავის, არამედ ჩემთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ, დედა ტერეზობას არ ვიბრალებ, მაგრამ მართლა ასეა:) 
 თუმცა ესეც ხომ ეგოისტობაა პრინციპში, ყველაფერი საკუთარი თავის კარგად ყოფნაზე ფიქრიდან გამომდინარეობს, ვიცით სხვები თუ არ იქნებიან კარგად, თუ ჩვენ  არ შეგვეძლება მათი დახმარება როცა გვინდა და ვიცით, რომ უნდა ვეხმარებოდეთ, მაშინ ჩვენც არ ვართ კარგად– ასე გამოდის რომ საკუთარ თავის კარგად ყოფნაზე ვზრუვთ, რომლის მიზანიც(შეიძლება ჩვენდაუნებურად) სხვების კარგად ყოფნაა.
სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა და ხშირად ეს რეალობა ისევე არასასიამოვნოა, როგორც ზამთრის  სუსხიან ორშაბათ დილას მაღვიძარას ხმა, რომელიც ტკბილი ძილიდან რეალობაში გვაბრუნებს, სუსხიან რეალობაში :)