Pages

Thursday, February 14, 2013

ბავშვობაში რომ მეგონა და ტყუილი ყოფილა..

დღეს 14 თებერვალია.
ვალენტინობა და ამ დღემ  დამაფიქრა რამდენიმე წუთით სიყავრულზე, წყვილებზე, ამ დღესასწაულზე, სტერეოტიპებზე რომელიც ამ თემის/საკითხის/გრძნობის ირგვლივ არსებობს და ა.შ. თუმცა ეს რამდენიმე წუთიც საკამრისი იყო როგორც ჩანს, რომ ბლოგზე პოსტი დამეწერა, არაფრით გამორჩეული, როგორც დანარჩენი სხვა ჩემი პოსტები, მაგრამ მაინც დამეწერა, მოკლედ...
ბავშვობაში(და ადრეულ მოზარდობაში) რომ ვხედავდი წყვილებს, ცოლ–ქმარს სულ მეგონა რომ მათი ერთად ყოფნის მიზეზი ცხადზე ცხადი და „თავისთავადი“ უნდა ყოფილიყო. ერთ წყვილზე მეგონა, რომ ლამაზები იყვნენ ორივენი და ამიტომ ერთად უნდა ყოფილიყვნენ და ერთადაც იყვნენ, მეორეზე მეგონა, ერთად იმიტომ უნდა ყოფილიყვნენ რომ შვილები ახლა ვინც ყავთ ისინი ჰყოლოდათ და ამისთვის აუცილებელი იყო რომ ზუსტად ეს ორი ადამიანი ყოფილიყო ერთად, წინააღმდეფგ შემთხვევაში ხომ მათი შვილები ისინი არ იქნებოდნენ ვინც ახლა არიან, მესამეზე იმიტომ მეგონა ერთად უნდა ყოფილიყვნენ, რომ ერთიდაიგივე ხუმრობაზე ეცინებოდათ – რაღატომღაც მეგონა, რომ რაღაც მომენტში ეს თვითონაც იცოდნენ, ერთმენეთის პირველივე დანახვისას,შეხვედრისას იცოდნენ, რომ მორჩა(ბახ!) ის უნდა ყოფილიყო მისი მეორე ნახევარი, ბევრი ლაპარაკის გარეშე, უსიტყვოდაც ხვდებოდნენ როდესაც ერთად ყოფნის დრო მოდიოდა და აი, ასე ადგებოდნენ ერთ დღესაც გადაწყვეტდნენ და ოჯახს ქმნიდნენ.
ბავშვობაში ისიც მეგონა რომ ვინც შეგიყავრდებოდა მასაც აუცილებლად უყვარდებოდი. კიდევ ისიც მეგონა რომ ისინი ვისაც ერთმანეთი უყვართ(ანუ შეყვარებულები ან ცოლ–ქმარი) არასოდეს ჩხუბობდნენ და თუ რამე სწყინდათ ან ბრაზდებოდნენ ერთმანეთზე მაინც მშვიდად –ხმამაღალი საუბრის და ყვირილის გარეშე – ეუბნებოდნენ ერთმანეთს საყვედურს.
ბავშვობაში კიდევ ისიც მეგონა რომ ვინც გიყავრდება სულ გიყვარდება და ერთმანეთი არასოდეს გბეზრდებათ, სიყავრული ყველაფერს გადაწონის და არასოდეს ახუნებს მას ისეთი საკითხები როგორიც შიდა ოჯახური წვრილმაებია და ა.შ.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო დებილი ბავშვი ვიყავი,ახლა კი მგონი გამოსწორების გზაზე ვარ. მიხარია თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ, ალბათ, კაია..

No comments:

Post a Comment