Pages

Sunday, December 12, 2010

Tuesday, November 30, 2010

გადამდები არაა!

რამდენი ხანია აქ აღარ ვყოფილვარ, თავისთავად ვეღარც ვპოსტავ..არც ვიცი რაზე დავპოსტო, თითქოს სათქმელი არაეფრია, მაგრამ მაინც ჩემი ბლოგი რომ არ გამინაწყენდეს და არ იფიქროს, რომ დამავიწყდა, ამიტომ ახალ პოსტს შემოგთავაზებთ, აზრიანი და სასარგებლოა-თქო ვერ გეტყვით, მაგრამ მაინც. მოკლედ რამდენიმე დღეა აღმოვაჩინე, რომ ერთი  "ავადმყოფობა" მჭირს, აკვიატება და ეს არის „ბაჭიომანია“. ნი, იმედია არ გაგეღიმა(ჩემს მეგობარს მივმართავ, თუ კითხულობს)..ხო ახლა ავხსნი რა არის. ე.ი დაახლოებით არ გქონიათ ასეთი მომენტი, რომ ადამიანი ვინმე ცხოველისთის შეგედარებინათ? არა, ისე არა რომელიმე სისხლისმსმელი, საზიზღარი, საშინელი ცხოველისთვის, არა, უბრალოდ რომელიმე უწყინარისთვის?
ნუ, მოკლედ მე მჭირს ეგრე - ერთი ადამიანზე.სულ რომ ასე მომეხსენიება ხოლმე -
პატარა ბაჭიაა
:))))) პატარა სკუნსიიიი :)))) ბოროტი თახვი!!! :))))) ვაგროვებ ბევრ სურათს, ვიწერ და ცალკე ფოლდერის შექმნაც შეიძლება უკვე იმდენია :)))) 
მოკლედ ბევრი რომ აღარ ვიბოდიალო და მთალდ არ შეგეცვალოთ ჩემზე წარმოდგენა, ასჯერ წაკითხულს ერთხელ ნანახი ჯობიაო, ხოდა აი ინებეთ
:)))))





ეს არის ჩემი პატარა ცმაცუნა!!!!
და ასე უსასრულოდ...აი ეს არის "ბაჭიომანია" :)))) იმედია წამალს მივაგნებ განსაკურნებლად, თუმცა მინდა ??

Sunday, October 24, 2010

It is

Sunday, October 10, 2010

21 gramme




ამბობენ
, რომ ყველა ადამიანი სიკვდილის მომენტში 21 გრამს კარგავს.მიუხედავად იმისა, გეშინიათ თქვენ სიკვდილის თუ არა, ის მოდის, და ამ მომენტში თქვენი სხეული 21 გრამით ნაკლები ხდება. იქნებ ეს ადამიანის სულის წონაა?

Friday, October 8, 2010

უბრალოდ

უბრალოდ მომეწონა და მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა :)

Tuesday, October 5, 2010

Let's Lost

Saturday, August 21, 2010

"რაჭა, ჩემი სიყვარული"



- ტყუილად კი არ გადაუღიათ ფილმი ამ სახელწოდებით...10 დღე ვიყავი, მქონდა ბედნიერება და ემოციებით ვარ დატვირთული, არა ვარ კი არა, ვართ, მე და ჩემი 3 მეგობარი, ადამიანები, რომლებთან ერთადაც ყველა კუთხე ლამაზია და  ყველა მომენტი დასამახსოვრებელი, რაჭული თაფლივით ტკბილი სიყალბე ანუ ზედმეტი შაქარი რომ არ ურევია სიტკბოსთვის :))
ნათქვამია " თუ სვანეთი არ გინახავს ე.ი საქართველო არ გინახავსო", მაგრამ მე ერთი ჩვეულებრივი მომაკვდავი მცირე ჩასწორებას შევიტანდი - "თუ სვანეთი და რაჭა არ გინახავს ე.ი საქართველო არ გინახავს" :) 
მე და ჩემი მეგობრები რაჭის ერთ-ერთ ცენტრში-ონში ვიყავით. ისიც ისევე ცურავს ბუნებაში, როგორც ზღვაში ღრმად შეჭრილი გემი. ირგვლივ ფერები VERNILAK H10-ს ჰგავს :)) მწვანეა, მწვანეა როგორც ნიას სიყვარული ერთ-ერთი ჩვენი თავადის შთამომავლის მიმართ :)) 
პირველი დღე ადაპაციისაა_ო ნათქვამია, ხოდა ჩვენც ,მუზეუმში მყოფებივით დავუწყეთ თვალიერება ყველა კუთხესა და კუნჭულს , ვიმახსოვრებდით ადგილებს, გზას, მერე რომ არ დავბნეულიყავით. ჩვენი საწოლის, კუთხის შერჩევასა და ბარგის ამოლაგებაში მზეც გაგვეპარა და მთვარე ამოვიდა- დაღამდა. დაღამდა და მოიტანა რომანტიკა, საღამოს თბილი ნიავი და ბევრი ვარსკვლავი. პირველი. 4 მანდილოსანს მეწყვილის გარეშე ეჭვი მეპარება რამეში გამოგვდგომოდა, მაგრამ უკანასკნელი ორით უკლებლივ ვისიამოვნეთ. მდინარეა იქვე ონის დასაწყისში, ჭალულა ქვია,  იქვე მჟავე წყალი ამოდის, სამკუნრალოა და ისედაც ჯანმრთელობისთვის კარგია, ხოდა საგამოს იქ გასეირნება გადავყვიტეთ, გზად ხიდი უნდა გაგვევლო, მის ქვეშ მდ. რიონი მიედინება, ნიავი უფრო ძლიერად უბერავს ამ ადგილას, სასიამოვნოა როდესაც ერთ-ერთ სტიქია შენს ქვევით ძლიერად მიჩქეფს და მისი ხმა გესმის, მე პირადად ცოტა მეშინოდა კიდეც, აი სხვების არ ვიცი :))  მოკლედ მჟავე წყალიც დავაგემოვნეთ და გამოვუყევით გზას. ერთ-ერთმა მეგობარმა ხიდზე დაჯდომა შემოგვთავაზა, ჩვენც ჩამოვსხედით იქვე ხიდზე, კიდესთან, ტრანსპორტის მოძრაობას არ ვაფერხებდით, მდინარეს ვუყურებდით,  ხანდახან ვარსკვლავებსაც, ვბაასობდით, ბევრს ვიღიმოდით და  ცოტას ვფიქრობდით. რაზე? - რაზე და ხვალე რა მოხდება, აქედან რომ წავალთ მერე რა იქნება, მომავალში რას ვიზამთ?? აი, ამაზე. დღეს უბრალოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობდით  და ეს სასიამოვნო იყო....
მეორე დღე რა თქმა უნდა გაღვიძებით და ბრექფესთით დაიწყო. შემდეგ რა, რა ვქნათო და თავისით მოვიდა აზრი, მზე და მდინარე-მეტი რა რესურსი გინდა? აბა ჩქარა დავირაზმეთ, დღეს ვშავდებით!- ყველას ფიქრი ეს იყო, მარდად ჩავიცვით, არ დაგვზარებია და წავედით მდინარეზე, გხად სასმელი და ა.შ ვიყიდეთ :))  ცოტა მზეს მივეფიცხეთ, ცოტა ვიწუწავეთ, ბევრი ვიცინეთ, ცოტა ბედნიერების ჰორმონებიც გამოვყავით :)) და მერე ისევ უკან წამოვედით, საღამოს,ახლა, უკვე მეტად გათავისებული ვიყავით ქუჩებსა და ადგილებში, სხვა ადგილი ვნახეთ სასეირნოდ, სუფთა ჰაერზე...
შოვშიც ვიყავით, ალპური ზონაა რა, კარტოფილის გარდა მემგონი არაფერი მოდის :)) ცივა, მემგონი 10 გრადუსით დაბალი ტემპერატურაა ონთან შედარებითაც კი, თუმცა ჰაერი, ბუნება და კიდევ მწვაედბი ამად ღირდა :))
10 დღე ვიყავი, ყოველი დღე ერთმანეთს გავდა, მაგრამ ასევე განსხვავდებოდა. ყოველდგე ერთმანეთს ვხედავდით, მაგრამ არ გვბეზრდებოდა. რაგაცაზე ვკამათობდით კიდეც, ხანდახან ჩხუბამდე არ მისულიც კი :)) მაგრამ ამ კამათსიც კი ვიცოდით რომ ეს არაეფრია და შევრიგდებოდით, თითქოს იმ წამშიც კი არ ვბრაზობდით ერთმანეთზე, არადა ვკამათობდით კიდეც :))  მოკლეთ, როგორც მეგობრებს სჩვევიათ :) თითქოს არაფერი იყო, მაგრამ სწორედ ეს არაფერი გვყოფდა და ყველაფერი გვაერთიანებდა, ერთად ვიყავით და ეს გვიხაროდა. ამ ამბავს ასე დავასრულებ- და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად- და მართლა მინდა რომ ეს ასეც ახდეს :)
                                                     მიყვარხართ, თქვენი FR_ANI