Pages

Sunday, June 26, 2011

ლა, ვუყო ლა


დიდი სიამოვნებით დავიკარგებოდი ფოტოგრაფიაში!
დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ახლობლებისგან საყვედურებს სიტყვებით – „რა არის, არაფრისთვის აღარც გცალია, მარტო ეს ფოტოგრაფია, გადაღებები და მაგის გამო აქეთ–იქით ბოდიალი!“
დიდი სიამოვნებით დავუთმობდი კვირაში 8დღეს ფოტოგრაფიას და სხვა არაფერს! :)
დიდი სიამოვნებით გავათენებდი ღამეებს სურათების დამუშავებაში და მერე ასევე დიდი სიამოვენბით ვიწუწუნებდი დილით თვალებდაწითლებული და ყავით ხელში რომ – მეძნება!! :)
დიდი სიამოვნებით დავიღლიდი საჩვენებელ თითს ჩხაკუნით! :)
დიდი სიამოვნებით მეტკინებოდა მარცხენა თვალი ამდენჯერ დახუჭვით და გახელით! :)
ფოტოგრაფიას რომ სქესი ჰქონდეს, აუცილებლად, მამაკაცი და სტატუსი რომ ჰქოდნეს, აუცილებალდ, ჩემი შეყვარებული იქნებოდა! :)
კაა იი აა, ფოტოგრაფია, ფფლ!!!! :გული: