Pages

Saturday, February 26, 2011

white like a snow

სულ თეთრია ყველაფერი – თბილისში თოვს და როგორც ალბათ თოვლს ჩვევია ასეთ დროს თითქოს რაღაცნაირად ჩათბება ხოლმე ირგვლივ, შობა მომინდა, სანთლები, წითელი ფერი და ახალი წელი. ღამის 12 საათს ზუსტად 21 წუთში ჩამოკრავს და ზამთრის ბოლო დღემდე  24 საათიღა დარჩება...თოვლმა წერა მომანდომა და მეც რამდენიმე ხაზს დავწერ... 
2შაბათიდან უსაქმურობის მესამე კვირა იწყება და ამასთანავე უსაქმურობის ბოლო კვირა მერე სწავლას ვიწყებ ისევ. საინტერესო იყო. სიმართლე გითხრათ ასეთი უსაქმურობა დიდი ხანია არ მიგრძვნია, ალბათ, აბიტურიენტობის მძიმე, დაძაბული წლის  და ასევე ზაფხულის გამო (შედეგების ლოდინში ეკლებზე ვიჯექი). ამ დაძაბულმა წელმა ცოტა არ იყოს დამავიწყა რას ნიშნავს როგორც  იტყვიან "spare time", ხოდა ახლა სრული სამი კვირა მქონდა სრული უსააქმურობისთვის, საინტერესო იყო, სრული უპრობლემო 3 კვირა, როცა 24 საათის ნახევარზე მეტი გძინავს, ჭამ, კითხულობ რასაც გინდა, უამრავ ფილმს  უყურებ, მეგობრებთან ერთად ერთობი  და არფერს არ აკეთებ საბოლოო ჯამში. რაღაცაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, უპრობლემოდ ცხოვრება კარგია ბევრი საფიქრალი რომ არ გაქვს, თუმცა მუმდივი უსაქმურობა მართლაც რომ საშნელებაა!!! მემგონი შრომაზე უფრო დამღლელი უსაქმურობაა, თან უსაქმურობა სულაც არ ნიშნავს უპრობლემობას და არც პირიქით, მაგრამ კარგია ხანდახან შვებულება (არდადგები), 1–2 კვირა ამოსუნთქვა, გააზრება რა ხდება შენს ირგვლივ, გჭირდება? გინდა რასაც აკეთებ?, ჩამოაყალიბო გეგმები მომავალ შვეუბლებამდე (არდადეგებამდე) და ა.შ
  მიყვარს თოვლი, მხოლოდ მაშინ როცა სახლში ვარ, ხელში ჩემი საყვარელი წითელი, ცხელი ჭიქა მიჭირავს(ყავა–1, შაქარი– 2/5) და ამას James Blake - Limit To Your Love ვუსმენ, რაღაცნაირი „cuddle weather“ არის, თბილი, თეთრი, სუფთა, ჩახუტება მოგინდება :)
ისე თოვლი ასე რომ არ იგვიანებდეს და ახალ წელსაც ათეთრებდეს ირგვლივ ყველაფერს მემგონი ჩემი
(და ვგონებ არა მარტო ჩემი)  საახალწლო განწყობა უფრო ამაღლებული და სადღესასწაულო, საზამთრო  იქნებოდა :)

Wednesday, February 9, 2011

სურვილი, რომელიც არ ხუნდება

თოვლი მინდა, თეთრი ცა, ღია ცისფერი ღრუბლები აქა–იქ, თითქმის გამჭვირვალე, ოდნავ იასამნისფერიც ერეოდეს, ტყე, შუაში წრე თავისუფალი, დაბალი ბალახი, ამ წრის ცენტრში ხის სახლი, თუნდაც უბრალოდ სახლი, მაგრამ შიგნიდან ყავისფერ ფერებში(მეტ სითბო აქვს ამ ფერს), ბუხარი, წინ დივანი, ადგილი 4, უკან სამზარეულო, ჩემი მოფუსფუსე მეგობრის ხმა, ყავის სურნელი – ყავას გვიკეთებს, წინ ლეპტოპი, ფილმი ჩაკეცილი, დანარჩენი ყველაფერი გამორთული, მაგიდაზე ფეხები, ბუხრის პირდაპირ, მუქი მწვანე პლედი წინ გადაკიდებული, ფეხები რომ გავითბოთ, სინათლე გამორთული, მხოლოდ მაგიდის ელექტრონული ლამფა გვინათებს, ყავები ხელში, გამთბარი თითები, მცირედი სასუსნავი და კარგი ფილმი, 2 საათი, მერე ყველას თბილი, რბილი პიჟამოები, საბნები რომ "ჩავთბებით"(მიყვარს ეს სიტყვა, ზუსტად გამოხატავს მოქმედებას) ლოგინში და წინ თავისუფალი 72 საათი, მხოლოდ ჩვენთვის, ძირს ყველა საკომუნიკაციო საშუალება.
აი ეს არის ახლა ჩემი სურვილი და ვიცი ასრულებამდე არ შეიცვლება. არადა თითქოს ბანალური გახდა ეს ოცნებაც, ახლა იმდენის სურვილად აღმოვააჩინე უკვე, არ ვიცი რისი ბრალია, შეიძლება ზედმეტად ბევრი საკომუნიკაციო საშუალებით, შეიძება 21–ე საუკუნით, ამდენი ტექნიკით? შეიძება მუდამ ფიქრით, პრაქტიკუალდ მოქცევით, პოტენციურ რობოტებად ყოფნით დავიღალეთ..
მე ვიცი რომ დავიღალე, ცოტა ხანი, სულ ცოტა ხანი მინდა ამოვისუნთქო და...
დასვენება მინდაა!!!