მუსიკა
მუდმივ ძიებაში ვარ, სულ რაღაცას ვეძებ, არ ვარ "სეთისфაიდ", თან საშინლად არ ვარ, რაღაც(ეები) მაკლია მინდა, ვეძებ და ვცდილობ თავი დავიმშვიდო საკუთარი თავისთვის იმის თქმით რომ I must belong somewhere :)
Sunday, November 20, 2011
Wednesday, November 9, 2011
მუსიკალური ჭრილი
Bon Iver - Holocene – ერთი ნოტი, ერთი სიტყვაც კი არაა ზედმეტი ამ სიმღერაში, მშვუიდი :)
Sunday, November 6, 2011
თოვლის ბაბუას
ახალი წელი მინდა გავატარო/შევხვდე ლონდონში, ერთი 10 დღით გამიშვი რაა
პ.ს. არა მთვარეზე ჩუსტებით წასვლა არ მინდა!

Sunday, June 26, 2011
ლა, ვუყო ლა
დიდი სიამოვნებით დავიკარგებოდი ფოტოგრაფიაში!
დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ახლობლებისგან საყვედურებს სიტყვებით – „რა არის, არაფრისთვის აღარც გცალია, მარტო ეს ფოტოგრაფია, გადაღებები და მაგის გამო აქეთ–იქით ბოდიალი!“
დიდი სიამოვნებით დავუთმობდი კვირაში 8დღეს ფოტოგრაფიას და სხვა არაფერს! :)
დიდი სიამოვნებით გავათენებდი ღამეებს სურათების დამუშავებაში და მერე ასევე დიდი სიამოვენბით ვიწუწუნებდი დილით თვალებდაწითლებული და ყავით ხელში რომ – მეძნება!! :)
დიდი სიამოვნებით დავიღლიდი საჩვენებელ თითს ჩხაკუნით! :)
დიდი სიამოვნებით მეტკინებოდა მარცხენა თვალი ამდენჯერ დახუჭვით და გახელით! :)
ფოტოგრაფიას რომ სქესი ჰქონდეს, აუცილებლად, მამაკაცი და სტატუსი რომ ჰქოდნეს, აუცილებალდ, ჩემი შეყვარებული იქნებოდა! :)
კაა იი აა, ფოტოგრაფია, ფფლ!!!! :გული:

Sunday, May 22, 2011
Casa Batlló
აი, ხომ არის ადგილები, რომ არ იცი, შემთხვევით გადააწყდები გუგლში, უზომოდ მოგეწონება და 100 ჯერ უფრო მოგინდება მოგზაურობა – აი, ტირილამდე. ხოდა ახლა ასეა(!) ამ წამს ვფიქრობ(და არამგონია ეს ფიქრი „ საამწამიერო“ იყოს), თუ გინდა თქვა რომ იცხოვრე და რაღაც მაინც გინახავს – აი ეს უნდა ნახო. არ მაინტერესებს, ვერ/არ, თუ გინდა თქვა რომ გიცხოვია სულ ცოტა მაინც და რაღაც გინახავს, რაღაცეები მართლა უნდა ნახო(!!!) რომ წავალ(fingers crossed!) ცალკე ფირს(ჰო, ჩემი ზენიტი მიმაქვს) გამოვყოფ ამისთვის, აშკარად დამჭირდება..
ისე სწორი ნათქვამია ასჯერ გაგონილს/წაკითხულს ერთხელ ნანახი(იუთუბიდან მაინც) ჯობიაო, ხოოდა.. აი, ისიც – უხ რა კარგია(!)
პ.ს. მე ხელს აღარ შეგიშლით, მარტო დაგტოვებთ, თქვენ კი დაათვალიერეთ..
Wednesday, April 27, 2011
Friday, April 8, 2011
მე როდის დავტოვებ თბილის ალიონზე?
სურათმა მოგონებები, ტკბილი მოგონებები ამიშალა, წიგნზე, რომელიც მიყვარს(!) ყველა ფურცლით, ყველა გმირით, ყველა წერტილით და ყველა მძიმით..
(ვისაც წაგიკითხავთ ალბათ დამეთანხმებით)
ამ სურათს რომ ვუყურებ, კახა სულუაშვილის "თბილისს ვტოვებ ალიონზე" ერთი ეპიზოდი მახსენდება. აი, ბათუმში რომ არიან და ტყუპები რომ კლდეზე აიყვანენ და იქ რომ საუბრობენ რაც საკმაოდ დიიდი, სარისკო ნახტომით დამთავრდება (ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით).
რადგან ამ წიგნზე დავიწყე საუბარი, როგორ გავიცანით ერთმანეთი იმასაც მოვყვები(საყვარელი ადამიანის გაცნობისას რომ აყოლებენ ხოლმე, საყვარელმა წიგნმა რა დააშავა, ადამიანზე კარგმა წიგნმა!).
ზაფხულის მშვიდი შუადღე იყო, მე და ჩემი მეგობრები რაჭაში ვართ და ჩემმა ერთ–ერთმა მეგობარმა დაპირებისამებრ წამოიღო წიგნი, რომელსაც ჯერ უბრალოდ აღწერით, გადმოცემით, ზედმეტსახელად – "ძაან მაგარი წიგნია" ვიცნობდი. ხშირად მეუბნებოდა ნია (ჩვენი "მაჭანკალი") რომ უნდა წამეკითხა, არ ვინანებდი, მეც სულ ვეთანხმებოდი, თუმცა აბიტურიენტობის პერიოდი იყო და ზაფხულის დადგოამს ველოდებოდი რომ უფრო მშვიდად წამეკითხა. იცი რა მომენტი მეუფლებოდა ხოლმე? არ ვიცი რამდენად სწორად ავხსნი (მაგრამ შევეცდები). აი, ვიღაცა რაღაც კარგ საგანზე, ფაქტზე რომ გიყვება, რომელიც წინ გელის და იცი რომ ეს მოხდება, მაგრამ თან რომ წელავ დროს(ცოტათი), რომ ოდნავ გვიან დადგეს ეს ტკბილი მომენტი რათა უკეთ გაიზარო, უფრო დააფიქსირო ის სიამოვნება რასაც აქედან მიიღებ (აუ შევეცადე, მაგრამ არ გამომივიდა მგონი). მართალიც აღმოჩნდა ჩემი მოლოდინი, ეს ის წიგნია, რომელსაც ჩემს გონებაში თავისი კატეგორია აქვს, აი რჩევისას პ.ს.–ად რომ დააყოებ "აუ, რა ბედნიერი ხარ ჯერ რომ არ წაგიკითხავს და ეს სიამოვნება წინ გელის". მართლა, მაგარი წიგნია, თითქოს მარტივი მაგრამ ამ მარტივ სიტყვებში იმედნი ჭეშმარიტება, იმდენი გასააზრებელი და იმდენი სიმართლეა, რომ ვგიჟდები. ისეთი გმირები არიან, ისეთი მაგრები, ისეთი სავსეები, ამოუწურავები,ამ წიგნის წაკითხვის მერე მომინდა რამდენიმე ათეული წლით ადრე დავბადებულიყავი (არა მარტო ახლა, ეს სურვილი სულ მიჩნდება ხოლმე რამე ამ დროის წიგნს რომ წავიკითხავ ან ფილმს ვანხავ!), თუ არადა კაი მე თუ ვერ დავიბადე მინდა რომ ესეთი ბუნების, გონების, ფანტაზიის და ასეთი საინტერესო ადამიანები ჩემს დროშიც არსებობდენ. არამარტო ამ წიგნის გმირებზე, ბევრ სხვა პერსონაჟზე თუ ფილმის გმირზე მქონია მომენტები რომ მითქვამს ასეთები ნეტა ჩემს საუკუნეშიც არსებობდნენ–მეთქი. არ ვიცი შეიძლება არიან?(არა მგონია).
მოკლედ ყველას ვურჩევ ეს წიგნი წაიკითხოს თუ ჯერ არ წაუკითხავს, და თუ წაუკითხავს მაინც კიდევ გადაიკითხოს(ალბათ, ამას ჩემი რჩევის გარეშეც გააკეთებთ), მე ვაპირებ კიდევ ერთხელ ორჯერ სამჯერ და ... წავიკითხო სანამ არ გახუნდება, მაგრამ არა მგონია გახუნდეს, ასეთი პერსონაჟები არასოდეს ხუნდებიან.
პ.ს. აუ, რა ბედნიერები ხართ ჯერ რომ (ვისაც) არ წაგიკითხავთ და ეს სიამოვნება წინ გელით(!). :)

Subscribe to:
Posts (Atom)