Thursday, March 31, 2011
ტკბილი სიზმრების რეცეპტი
ავიღოთ დღის მონაკვეთიდან (საღამოს)8 PM(დან) – (შუადღის) 3PM (მდე)..
დავამატოთ ცოტა ეს ხედი დაღამებიდან შუადღემდე...
ცოტა ეს ..
კიდევ ცხელი ყავა,სიგარეტი, ცარიელი ოთახი..
კიდევ რბილი ლეიბები, თბილი პლედები და..
..მეგობრები გემოვნებით :)
ტკბილინებისა ფფლ! <3
Tuesday, March 1, 2011
რასაც აქვს ფასი, მაგრამ არ იყიდება

Apple–ს ერთ–ერთი დამფუძნებლის – ჯობსის– შესახებ წავიკითხე დღეს სტატია, თურმე სიმსივნე ჰქონია და 6 თვეზე მეტს არ უწინასწრამეტყველებენ ექიმები, უხეშად (და ქართულად) რომ ვთვქავთ მისი მილიარდები, ავლა–დიდებაც და სახელიც გვერდზე დარჩება."...სამყარო კიდევ ერთხელ მიხვდა, რომ ჯანმრთელობაზე მნიშნელოვანი არაფერია და მას მილიარდებიც ვერ შველის..."
მართლაც, რომ ცოტა არ იყოს „დავიგრუზე“, ასეთი მწვერვალების შემდეგ ასეთი დაშვება იგივეა ლინჩის წესით გაგასამართლონ, საკუთარი თავის მართლების საშუალებაც არ მოგცენ, თან ამ ცხოვრებაში რაც უფრო მეტი გაქვს დასაკარგი მით უფრო ძნელია მიწიერ სამყაროსთან განშორება + ამას გასარკვევია შენი აზრი სიკდილის შემდეგ ცხოვრებასთან დაკავშრებით: საერთოდ გჯერა სიკვდილის შემდეგ იმ ქვეყნად სიცოცხლის ან იქნებ საერთოდ არ გჯერა იმ ქვეყნის არსებობის? ან იქნებ რეინკარნაციის?? ან იქნებ სამოთხისა და ჯოჯოხეთის. ჩემი აზრით, ესეც განსაძღვრავს იმას თუ რამდენად შეეგუები შენს "განაჩენს" და "სასჯელის აღსულებამდე" დროს რამდენად კარგად გამოიყენებ(შეძლებისდაგვარად).
სამწუხაროდ ფაქტი –რომ ამ დიაგნოზს ყოველდღიურად ბევრ ადამაინს უსვამენ და ბევრი იღუპება–ბევრია, მაგრამ, როცა უშალოდ ფაქტს ეჯახები უფრო მძიმეა, მით უმეტეს ასეთი ადამიანის ასეთი მოულოდნელი უბედურება. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი შესაბრალია, მაგრამ ასეთი ჭკვიანი და დიდი პოტენციალის ადამიანების მიმართ ,რომლებიც ქმნიან ისეთ ისტორიას, რომელსაც შეგიძლია შეეხო, დაინახო, გამოიყენე კიდევ სხვანაირი სინანული მიჩნდება– ხოლმე(და, ალბათ, არა მარტო მე).
საერთოდ შიში გულსა და გონებაში ხშირად მაქვს, თუმცა ვცდილობ არ ვიფიქრო და საკმაოდ წარმატებით გამომდის, მაგრამ ასეთი ამბების შემდეგ ისევ ამოტივტივდება ხოლმე ზედაპირზე – მეშინია არ დავკარგო ისეთი რამ რასაც მილიარდებიც ვერ უშველის, რასაც ვეღარ დაიბრუნებ, ვეღარ იყიდი, ყველაზე პირველი – ჯანმრთელობა, განსაკუთრებით კი საყვარელი ადამიანების , რომელთა სიხარულსა და უბედურებასაც ერთნაირად იზიარებ და, საკუთარზე არანაკლებ, განიცდი. მეშინია საკუთარი უძლურების, არა იმდენად საკუთარი თავის, არამედ ჩემთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ, დედა ტერეზობას არ ვიბრალებ, მაგრამ მართლა ასეა:)
თუმცა ესეც ხომ ეგოისტობაა პრინციპში, ყველაფერი საკუთარი თავის კარგად ყოფნაზე ფიქრიდან გამომდინარეობს, ვიცით სხვები თუ არ იქნებიან კარგად, თუ ჩვენ არ შეგვეძლება მათი დახმარება როცა გვინდა და ვიცით, რომ უნდა ვეხმარებოდეთ, მაშინ ჩვენც არ ვართ კარგად– ასე გამოდის რომ საკუთარ თავის კარგად ყოფნაზე ვზრუვთ, რომლის მიზანიც(შეიძლება ჩვენდაუნებურად) სხვების კარგად ყოფნაა.
სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა და ხშირად ეს რეალობა ისევე არასასიამოვნოა, როგორც ზამთრის სუსხიან ორშაბათ დილას მაღვიძარას ხმა, რომელიც ტკბილი ძილიდან რეალობაში გვაბრუნებს, სუსხიან რეალობაში :)
Saturday, February 26, 2011
white like a snow
სულ თეთრია ყველაფერი – თბილისში თოვს და როგორც ალბათ თოვლს ჩვევია ასეთ დროს თითქოს რაღაცნაირად ჩათბება ხოლმე ირგვლივ, შობა მომინდა, სანთლები, წითელი ფერი და ახალი წელი. ღამის 12 საათს ზუსტად 21 წუთში ჩამოკრავს და ზამთრის ბოლო დღემდე 24 საათიღა დარჩება...თოვლმა წერა მომანდომა და მეც რამდენიმე ხაზს დავწერ...
2შაბათიდან უსაქმურობის მესამე კვირა იწყება და ამასთანავე უსაქმურობის ბოლო კვირა მერე სწავლას ვიწყებ ისევ. საინტერესო იყო. სიმართლე გითხრათ ასეთი უსაქმურობა დიდი ხანია არ მიგრძვნია, ალბათ, აბიტურიენტობის მძიმე, დაძაბული წლის და ასევე ზაფხულის გამო (შედეგების ლოდინში ეკლებზე ვიჯექი). ამ დაძაბულმა წელმა ცოტა არ იყოს დამავიწყა რას ნიშნავს როგორც იტყვიან "spare time", ხოდა ახლა სრული სამი კვირა მქონდა სრული უსააქმურობისთვის, საინტერესო იყო, სრული უპრობლემო 3 კვირა, როცა 24 საათის ნახევარზე მეტი გძინავს, ჭამ, კითხულობ რასაც გინდა, უამრავ ფილმს უყურებ, მეგობრებთან ერთად ერთობი და არფერს არ აკეთებ საბოლოო ჯამში. რაღაცაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, უპრობლემოდ ცხოვრება კარგია ბევრი საფიქრალი რომ არ გაქვს, თუმცა მუმდივი უსაქმურობა მართლაც რომ საშნელებაა!!! მემგონი შრომაზე უფრო დამღლელი უსაქმურობაა, თან უსაქმურობა სულაც არ ნიშნავს უპრობლემობას და არც პირიქით, მაგრამ კარგია ხანდახან შვებულება (არდადგები), 1–2 კვირა ამოსუნთქვა, გააზრება რა ხდება შენს ირგვლივ, გჭირდება? გინდა რასაც აკეთებ?, ჩამოაყალიბო გეგმები მომავალ შვეუბლებამდე (არდადეგებამდე) და ა.შ
მიყვარს თოვლი, მხოლოდ მაშინ როცა სახლში ვარ, ხელში ჩემი საყვარელი წითელი, ცხელი ჭიქა მიჭირავს(ყავა–1, შაქარი– 2/5) და ამას James Blake - Limit To Your Love ვუსმენ, რაღაცნაირი „cuddle weather“ არის, თბილი, თეთრი, სუფთა, ჩახუტება მოგინდება :)
ისე თოვლი ასე რომ არ იგვიანებდეს და ახალ წელსაც ათეთრებდეს ირგვლივ ყველაფერს მემგონი ჩემი(და ვგონებ არა მარტო ჩემი) საახალწლო განწყობა უფრო ამაღლებული და სადღესასწაულო, საზამთრო იქნებოდა :)

Wednesday, February 9, 2011
სურვილი, რომელიც არ ხუნდება
თოვლი მინდა, თეთრი ცა, ღია ცისფერი ღრუბლები აქა–იქ, თითქმის გამჭვირვალე, ოდნავ იასამნისფერიც ერეოდეს, ტყე, შუაში წრე თავისუფალი, დაბალი ბალახი, ამ წრის ცენტრში ხის სახლი, თუნდაც უბრალოდ სახლი, მაგრამ შიგნიდან ყავისფერ ფერებში(მეტ სითბო აქვს ამ ფერს), ბუხარი, წინ დივანი, ადგილი 4, უკან სამზარეულო, ჩემი მოფუსფუსე მეგობრის ხმა, ყავის სურნელი – ყავას გვიკეთებს, წინ ლეპტოპი, ფილმი ჩაკეცილი, დანარჩენი ყველაფერი გამორთული, მაგიდაზე ფეხები, ბუხრის პირდაპირ, მუქი მწვანე პლედი წინ გადაკიდებული, ფეხები რომ გავითბოთ, სინათლე გამორთული, მხოლოდ მაგიდის ელექტრონული ლამფა გვინათებს, ყავები ხელში, გამთბარი თითები, მცირედი სასუსნავი და კარგი ფილმი, 2 საათი, მერე ყველას თბილი, რბილი პიჟამოები, საბნები რომ "ჩავთბებით"(მიყვარს ეს სიტყვა, ზუსტად გამოხატავს მოქმედებას) ლოგინში და წინ თავისუფალი 72 საათი, მხოლოდ ჩვენთვის, ძირს ყველა საკომუნიკაციო საშუალება.
აი ეს არის ახლა ჩემი სურვილი და ვიცი ასრულებამდე არ შეიცვლება. არადა თითქოს ბანალური გახდა ეს ოცნებაც, ახლა იმდენის სურვილად აღმოვააჩინე უკვე, არ ვიცი რისი ბრალია, შეიძლება ზედმეტად ბევრი საკომუნიკაციო საშუალებით, შეიძება 21–ე საუკუნით, ამდენი ტექნიკით? შეიძება მუდამ ფიქრით, პრაქტიკუალდ მოქცევით, პოტენციურ რობოტებად ყოფნით დავიღალეთ..
მე ვიცი რომ დავიღალე, ცოტა ხანი, სულ ცოტა ხანი მინდა ამოვისუნთქო და...
დასვენება მინდაა!!!

Sunday, January 2, 2011
ეს რა მოსულაოო, რაოო??? –ახალი წელი
–ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს,
თუ ბალიშის ქვეშ შეყოფ პატარა ხელს,
ნახავ გაჩენილ საჩუქრებსო, რომ ამბობს "ქართული ესტრადის ერთ–ერთი ვარსკვალი" ტყული ყოფილა, არაფერი დამხვდა არც ბალიშის და არც ნაძვის ხის ქვეშ, შეიძლება იმიტომ ,რომ არ ჩამიფიქრებია არაფერი, ან იმიტომ რომ არ მჯერა ის რომ შეიძლება, არაფერი გააკეთო, უბრალოდ გონებაში ერთი–ორი აზრი გაიფიქრო და ბახ, უცბად, ახალი წლის ღამეს აგიხდეს, მომკალით და არ მჯერა, პესიმიზმს ვერასოდეს ვერავინ დამაბრალებს, მაგრამ არც თავგადაკლული ოპტიმისტი ვარ. ნუ სადღაც რეალისტის და ოპტიმისტის შუაში, როცა რა არის საჭირო იმას ვიყენებ :)
მოკლედ, ასე, დადგა 31 დეკემბერი და როგორც ჩემი მეგობარი ირონიულად იტყოდა “გვიხარიაა ძააააან“ :)). თავს ვაჩვენებთ არა, არც ძალით ვიკრიჭებით და არც ძალით ვცდილობთ გვიხაროდეს(არ ვთვლი ვალდებულად თავს რომ ამ დღეს მინდა თუ არა აუცილებლად კარგ ხასიათზე უნდა ვიყო). ხოდა მოკლედ არც ცუდზე ვიყავი, არც კარგზე, ჩვეულებრივზე, ჩვეულებრივად დაველოდე ახალი წლის მოსვლას, რა თქმა უნდა, ინტერნეტში ვიყავი, ტელევიზორისთვის არც შემიხედავს.ახალი წლის წინა კვირაში ყველა ტელევიზია მკვდარია და მერე ყველა არხი 12 საათის მოსვლამდე 1 საათით ადრე მოაყრის ყველა გადაცემას, მეც ვეღარ ვწყვეტ რომელს ვუყურე, არ მინდა რომელიმეს გული დაწყდეს, ხოოდა საერთოდ არ ვუყურებ, ვჯდები ისევ კომპიუტერთან, ვრთავ "Last Christmas", ვუსმენ ერთხელ, "ორთხელ", სამთხელ" და ა.შ და ვცდილობ ვიგრძნო რომ ახალი წელია. ეს თოვლიც არ მოვიდა, რომ ცოცხალი ფაქტები მაინც გქონოდა თვალწინ, მერე დაჯერება უფრო ადვილია. კარგი მაგასაც არაუშვას, ფაქტია გადავიტანე(თ) მოკლედ, – 3..2..1 და ურა, ვაშა, ბახ ბუხ ფშიუუ ფშიუუ ახალი წელია, ახალი 2011 წელი, გილოცავთ. :)
სახლში შევხვდი,მერე მეზობელთან წავედი, მეკვლეობა მთხოვა, დიდი პასუხისმგებლობაა, იმედია კარგი ფეხი მაქვს, მე მართლა გულით მივედი, მერე მეგობართან შევიკრიბეთ. გავერთეთ. გავერთეთ?? –მემგონი, ყოველშემთხევაში არ მოიწყენია,ალბათ, ეს ერთი მეორეს გამორიცხავს?? არ ვიცი. მოკლედ ჩვეულებრივი სიტუაცია, როგორც ყველგან, ცოტა სასმელი, ბევრი მუსიკა, საუბარი, მევრი მეგობარი და ა.შ
დროა ისიც ვთვქა რას ველი ამ, ახალი 2011 წლისგან და დავამთვარო ჩემი ბოდვა.
ველი მშვიდობას, რამდენიმე სურვილის ასრულებას, სულ რამდენიმეს :) მინიმუმ იგივე შემადგენლობით ახალი 2012 წლის შეხვედრას(მაქსიმუმი შეუზღუდავია) და კიდევ რაღაცას, არ ვიტყვი რას თორემ არ ამიხდება :))
Sunday, December 12, 2010
Tuesday, November 30, 2010
გადამდები არაა!
რამდენი ხანია აქ აღარ ვყოფილვარ, თავისთავად ვეღარც ვპოსტავ..არც ვიცი რაზე დავპოსტო, თითქოს სათქმელი არაეფრია, მაგრამ მაინც ჩემი ბლოგი რომ არ გამინაწყენდეს და არ იფიქროს, რომ დამავიწყდა, ამიტომ ახალ პოსტს შემოგთავაზებთ, აზრიანი და სასარგებლოა-თქო ვერ გეტყვით, მაგრამ მაინც. მოკლედ რამდენიმე დღეა აღმოვაჩინე, რომ ერთი "ავადმყოფობა" მჭირს, აკვიატება და ეს არის „ბაჭიომანია“. ნი, იმედია არ გაგეღიმა(ჩემს მეგობარს მივმართავ, თუ კითხულობს)..ხო ახლა ავხსნი რა არის. ე.ი დაახლოებით არ გქონიათ ასეთი მომენტი, რომ ადამიანი ვინმე ცხოველისთის შეგედარებინათ? არა, ისე არა რომელიმე სისხლისმსმელი, საზიზღარი, საშინელი ცხოველისთვის, არა, უბრალოდ რომელიმე უწყინარისთვის?
ნუ, მოკლედ მე მჭირს ეგრე - ერთი ადამიანზე.სულ რომ ასე მომეხსენიება ხოლმე -
პატარა ბაჭიაა :))))) პატარა სკუნსიიიი :)))) ბოროტი თახვი!!! :))))) ვაგროვებ ბევრ სურათს, ვიწერ და ცალკე ფოლდერის შექმნაც შეიძლება უკვე იმდენია :))))
მოკლედ ბევრი რომ აღარ ვიბოდიალო და მთალდ არ შეგეცვალოთ ჩემზე წარმოდგენა, ასჯერ წაკითხულს ერთხელ ნანახი ჯობიაო, ხოდა აი ინებეთ :)))))
ეს არის ჩემი პატარა ცმაცუნა!!!!
და ასე უსასრულოდ...აი ეს არის "ბაჭიომანია" :)))) იმედია წამალს მივაგნებ განსაკურნებლად, თუმცა მინდა ??

Subscribe to:
Posts (Atom)