Pages

Wednesday, February 9, 2011

სურვილი, რომელიც არ ხუნდება

თოვლი მინდა, თეთრი ცა, ღია ცისფერი ღრუბლები აქა–იქ, თითქმის გამჭვირვალე, ოდნავ იასამნისფერიც ერეოდეს, ტყე, შუაში წრე თავისუფალი, დაბალი ბალახი, ამ წრის ცენტრში ხის სახლი, თუნდაც უბრალოდ სახლი, მაგრამ შიგნიდან ყავისფერ ფერებში(მეტ სითბო აქვს ამ ფერს), ბუხარი, წინ დივანი, ადგილი 4, უკან სამზარეულო, ჩემი მოფუსფუსე მეგობრის ხმა, ყავის სურნელი – ყავას გვიკეთებს, წინ ლეპტოპი, ფილმი ჩაკეცილი, დანარჩენი ყველაფერი გამორთული, მაგიდაზე ფეხები, ბუხრის პირდაპირ, მუქი მწვანე პლედი წინ გადაკიდებული, ფეხები რომ გავითბოთ, სინათლე გამორთული, მხოლოდ მაგიდის ელექტრონული ლამფა გვინათებს, ყავები ხელში, გამთბარი თითები, მცირედი სასუსნავი და კარგი ფილმი, 2 საათი, მერე ყველას თბილი, რბილი პიჟამოები, საბნები რომ "ჩავთბებით"(მიყვარს ეს სიტყვა, ზუსტად გამოხატავს მოქმედებას) ლოგინში და წინ თავისუფალი 72 საათი, მხოლოდ ჩვენთვის, ძირს ყველა საკომუნიკაციო საშუალება.
აი ეს არის ახლა ჩემი სურვილი და ვიცი ასრულებამდე არ შეიცვლება. არადა თითქოს ბანალური გახდა ეს ოცნებაც, ახლა იმდენის სურვილად აღმოვააჩინე უკვე, არ ვიცი რისი ბრალია, შეიძლება ზედმეტად ბევრი საკომუნიკაციო საშუალებით, შეიძება 21–ე საუკუნით, ამდენი ტექნიკით? შეიძება მუდამ ფიქრით, პრაქტიკუალდ მოქცევით, პოტენციურ რობოტებად ყოფნით დავიღალეთ..
მე ვიცი რომ დავიღალე, ცოტა ხანი, სულ ცოტა ხანი მინდა ამოვისუნთქო და...
დასვენება მინდაა!!!

1 comment: