დავჯდებოდი ფანჯრის რაფაზე, მუხლებს გისოსებს მივაყრდნობდი, ცხელ ჩაის მოვიქცევდი ხელის გულებში, გავთბებოდი. პირიდან ორთქლს გამოვუშვებდი და იმის ყურებით გავერთობოდი. ცოტა სუსხი და ცოტა სიცივე, უკვე ღამდება და მეტი სიმყუდროვე ისადგურებს ირგვლივ. კარგია.
M83 - I guess I'm floating მუსიკას შეუძლია გააცოცხლოს კადრები, ემოციები, მოგონებები. მუსიკას შეუძლია გავლენა მოახდინოს წარმოსახვაზე,
შექმნას ხედი, ოცნება განსაკუთრებით მაშინ როდესაც eyes are wide closedJ ამ მუსიკაზე წარმოვიდგინე რომ მთავრდება გაზაფხული,
იწყება ზაფხული, ნელ–ნელა მზე უფრო და უფრო თბება. ვზივარ პარკში,სკამზე, ქალაქის ერთ წყნარ უბანში და სახეს ვითბობ მზეზე. ხანდახან ღრუბლებს ეფარება, მაგრამ მერე ისევ გამოანათებს ხოლმე. ჩემს ირგვლივ ბევრი საქანელაა და ბევრი ბავშვი – არც ერთი
უფროსი. ერთობიან, მხიარულობენ, იცინიან და მეც მეღიმება. თვალები დახუჭული
მაქვს, ჩემს თვალებში ხან ყვითელი ბურთი გამოჩნდება ხან შავი ნისლი და ასე ვერთობი.
ცოტა შემცივდა, მცირედ დაღლას ვგრძნობ, მაგრამ სასიამოვნოა, საერთოდ არაფერი მაწუხებს.
ოთახის ინსტრუქცია:
შეგიძლია წამოწვე/დაჯდე/მოკალათდე პუფში, წაიკითხო, მოუსმინო მუსიკას, ღამე უყურო მთვარეს, ითვალო ვარსკვლავები, დააკვირდე ღრუბლების მოძრაობას, უყურო წვიმას და ითვალო ფანჯარაზე მისი წვეთების რაოდენობა. შეგიძლია იჯდე და ხატო, წერო, იფიქრო, იცინო, იტირო, არ ადგე, მიიღო სტუმრები, ჩაიკეტო, წაუძინო და რავიცი კიდევ ბერვი რამ. ძალიან მომწონს ეს ოთახიც, აივანიც, ის სინათლეც რაც ამ ოთახში შემოდის და ეჭვი მაქვს ის ამინდიც რაც გარეთაა:)
მინდა ვმუშაობდე წიგნების მაღაზიაში. წაკითხული მქონდეს
ყველა წიგნი რომელიც, ამ მაღაზიაში, გაიყიდება. ადამიანი რომ შემოვა, მინდა რამდენიმე წამში
მისი ხასიათით ვხვდებოდე, რომელი წიგნი მოეწონება და ის ვურჩიო. კიდევ მინდა ადამიანები რომლებიც წიგნებს იყიდიან, ყველანი თვის ბოლო შაბათ დღეს მოვიდნენ ხოლმე და მათი წაკითხული
წიგნებიდან საუკეთესო ფრაზები, და ზოგადად წიგთან დაკავშრებული ემოციები, გაუზიარონ ერთმანეთს
– ჩაი ან ყავა, რამე მშვიდი მუსიკა და „ქოზი“ გარემო ჩემზე იყოს, ამისთვისასც გამოვყოფ
ადგილს წიგნების მაღაზიაში. შემოსასვლელ კარებთან დიდი ფანჯარა უნდა იყოს, მზემ რომ
გაანათოს ხოლმე კარგად ოთახი, თან მიყვარს წიგნების სუნი :)