Pages

Sunday, January 2, 2011

ეს რა მოსულაოო, რაოო??? –ახალი წელი


–ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს,
 თუ ბალიშის ქვეშ შეყოფ პატარა ხელს,
 ნახავ გაჩენილ საჩუქრებსო, რომ ამბობს "ქართული ესტრადის ერთ–ერთი ვარსკვალი" ტყული ყოფილა, არაფერი დამხვდა არც ბალიშის და არც ნაძვის ხის ქვეშ, შეიძლება იმიტომ ,რომ არ ჩამიფიქრებია არაფერი, ან იმიტომ რომ არ მჯერა ის რომ შეიძლება, არაფერი გააკეთო, უბრალოდ გონებაში ერთი–ორი აზრი გაიფიქრო და ბახ, უცბად, ახალი წლის ღამეს აგიხდეს, მომკალით და არ მჯერა, პესიმიზმს  ვერასოდეს ვერავინ დამაბრალებს, მაგრამ არც თავგადაკლული ოპტიმისტი ვარ. ნუ სადღაც რეალისტის და ოპტიმისტის შუაში, როცა რა არის საჭირო იმას ვიყენებ :) 
მოკლედ, ასე, დადგა 31 დეკემბერი და როგორც ჩემი მეგობარი ირონიულად იტყოდა “გვიხარიაა ძააააან“ :)). თავს ვაჩვენებთ არა, არც ძალით ვიკრიჭებით და არც ძალით ვცდილობთ გვიხაროდეს(არ ვთვლი ვალდებულად თავს რომ ამ დღეს მინდა თუ არა აუცილებლად კარგ ხასიათზე უნდა ვიყო). ხოდა მოკლედ არც ცუდზე ვიყავი, არც კარგზე, ჩვეულებრივზე, ჩვეულებრივად დაველოდე ახალი წლის მოსვლას, რა თქმა უნდა, ინტერნეტში ვიყავი, ტელევიზორისთვის არც შემიხედავს.ახალი წლის წინა კვირაში ყველა ტელევიზია მკვდარია და მერე ყველა არხი 12 საათის მოსვლამდე 1 საათით ადრე მოაყრის ყველა გადაცემას, მეც ვეღარ ვწყვეტ რომელს ვუყურე, არ მინდა რომელიმეს გული დაწყდეს, ხოოდა საერთოდ არ ვუყურებ, ვჯდები ისევ კომპიუტერთან, ვრთავ "Last Christmas", ვუსმენ ერთხელ, "ორთხელ", სამთხელ" და ა.შ  და ვცდილობ ვიგრძნო რომ ახალი წელია. ეს თოვლიც არ მოვიდა, რომ ცოცხალი ფაქტები მაინც გქონოდა თვალწინ, მერე დაჯერება უფრო ადვილია. კარგი მაგასაც არაუშვას, ფაქტია გადავიტანე(თ)  მოკლედ, – 3..2..1 და ურა, ვაშა, ბახ ბუხ ფშიუუ ფშიუუ ახალი წელია, ახალი 2011 წელი, გილოცავთ. :) 
სახლში შევხვდი,მერე მეზობელთან წავედი, მეკვლეობა მთხოვა, დიდი პასუხისმგებლობაა, იმედია კარგი ფეხი მაქვს, მე მართლა გულით მივედი, მერე მეგობართან შევიკრიბეთ. გავერთეთ. გავერთეთ?? –მემგონი, ყოველშემთხევაში არ მოიწყენია,ალბათ, ეს ერთი მეორეს გამორიცხავს?? არ ვიცი. მოკლედ ჩვეულებრივი სიტუაცია, როგორც ყველგან, ცოტა სასმელი, ბევრი მუსიკა, საუბარი, მევრი მეგობარი და ა.შ
 დროა ისიც ვთვქა რას ველი ამ, ახალი 2011 წლისგან და დავამთვარო ჩემი ბოდვა.
ველი მშვიდობას, რამდენიმე სურვილის ასრულებას, სულ რამდენიმეს :) მინიმუმ იგივე შემადგენლობით ახალი 2012 წლის შეხვედრას(მაქსიმუმი შეუზღუდავია) და კიდევ რაღაცას, არ ვიტყვი რას თორემ არ ამიხდება :)) 

Sunday, December 12, 2010

Tuesday, November 30, 2010

გადამდები არაა!

რამდენი ხანია აქ აღარ ვყოფილვარ, თავისთავად ვეღარც ვპოსტავ..არც ვიცი რაზე დავპოსტო, თითქოს სათქმელი არაეფრია, მაგრამ მაინც ჩემი ბლოგი რომ არ გამინაწყენდეს და არ იფიქროს, რომ დამავიწყდა, ამიტომ ახალ პოსტს შემოგთავაზებთ, აზრიანი და სასარგებლოა-თქო ვერ გეტყვით, მაგრამ მაინც. მოკლედ რამდენიმე დღეა აღმოვაჩინე, რომ ერთი  "ავადმყოფობა" მჭირს, აკვიატება და ეს არის „ბაჭიომანია“. ნი, იმედია არ გაგეღიმა(ჩემს მეგობარს მივმართავ, თუ კითხულობს)..ხო ახლა ავხსნი რა არის. ე.ი დაახლოებით არ გქონიათ ასეთი მომენტი, რომ ადამიანი ვინმე ცხოველისთის შეგედარებინათ? არა, ისე არა რომელიმე სისხლისმსმელი, საზიზღარი, საშინელი ცხოველისთვის, არა, უბრალოდ რომელიმე უწყინარისთვის?
ნუ, მოკლედ მე მჭირს ეგრე - ერთი ადამიანზე.სულ რომ ასე მომეხსენიება ხოლმე -
პატარა ბაჭიაა
:))))) პატარა სკუნსიიიი :)))) ბოროტი თახვი!!! :))))) ვაგროვებ ბევრ სურათს, ვიწერ და ცალკე ფოლდერის შექმნაც შეიძლება უკვე იმდენია :)))) 
მოკლედ ბევრი რომ აღარ ვიბოდიალო და მთალდ არ შეგეცვალოთ ჩემზე წარმოდგენა, ასჯერ წაკითხულს ერთხელ ნანახი ჯობიაო, ხოდა აი ინებეთ
:)))))





ეს არის ჩემი პატარა ცმაცუნა!!!!
და ასე უსასრულოდ...აი ეს არის "ბაჭიომანია" :)))) იმედია წამალს მივაგნებ განსაკურნებლად, თუმცა მინდა ??

Sunday, October 24, 2010

It is

Sunday, October 10, 2010

21 gramme




ამბობენ
, რომ ყველა ადამიანი სიკვდილის მომენტში 21 გრამს კარგავს.მიუხედავად იმისა, გეშინიათ თქვენ სიკვდილის თუ არა, ის მოდის, და ამ მომენტში თქვენი სხეული 21 გრამით ნაკლები ხდება. იქნებ ეს ადამიანის სულის წონაა?

Friday, October 8, 2010

უბრალოდ

უბრალოდ მომეწონა და მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა :)

Tuesday, October 5, 2010

Let's Lost