Pages

Thursday, June 28, 2012

ოთახი


ოთახის ინსტრუქცია:
შეგიძლია წამოწვე/დაჯდე/მოკალათდე პუფში, წაიკითხო, მოუსმინო მუსიკას, ღამე უყურო მთვარეს, ითვალო ვარსკვლავები, დააკვირდე ღრუბლების მოძრაობას, უყურო წვიმას და ითვალო ფანჯარაზე მისი წვეთების რაოდენობა. შეგიძლია იჯდე და ხატო, წერო, იფიქრო, იცინო, იტირო, არ ადგე, მიიღო სტუმრები, ჩაიკეტო, წაუძინო და რავიცი კიდევ ბერვი რამ. ძალიან მომწონს ეს ოთახიც, აივანიც, ის სინათლეც რაც ამ ოთახში შემოდის და ეჭვი მაქვს ის ამინდიც რაც გარეთაა:)

Sunday, June 17, 2012

*

განა არსებობს კიდევ რამე სიყალბის გარეშე?

Saturday, March 17, 2012

I like books more than people

მინდა ვმუშაობდე წიგნების მაღაზიაში. წაკითხული მქონდეს ყველა წიგნი რომელიც, ამ მაღაზიაში, გაიყიდება. ადამიანი რომ შემოვა, მინდა რამდენიმე წამში მისი ხასიათით ვხვდებოდე, რომელი წიგნი მოეწონება და ის ვურჩიო. კიდევ მინდა ადამიანები რომლებიც წიგნებს იყიდიან, ყველანი თვის ბოლო შაბათ დღეს მოვიდნენ ხოლმე და მათი წაკითხული წიგნებიდან საუკეთესო ფრაზები, და ზოგადად წიგთან დაკავშრებული ემოციები, გაუზიარონ ერთმანეთს – ჩაი ან ყავა, რამე მშვიდი მუსიკა და „ქოზი“ გარემო ჩემზე იყოს, ამისთვისასც გამოვყოფ ადგილს წიგნების მაღაზიაში. შემოსასვლელ კარებთან დიდი ფანჯარა უნდა იყოს, მზემ რომ გაანათოს ხოლმე კარგად ოთახი, თან მიყვარს წიგნების სუნი :)

Saturday, January 28, 2012

ჰო


Sunday, November 20, 2011

9:53 PM

მუსიკა
მუდმივ ძიებაში ვარ, სულ რაღაცას ვეძებ, არ ვარ "სეთისфაიდ", თან საშინლად არ ვარ, რაღაც(ეები) მაკლია მინდა, ვეძებ და ვცდილობ თავი დავიმშვიდო საკუთარი თავისთვის იმის თქმით რომ I must belong somewhere :)

Wednesday, November 9, 2011

მუსიკალური ჭრილი

Bon Iver - Holocene – ერთი ნოტი, ერთი სიტყვაც კი არაა ზედმეტი ამ სიმღერაში, მშვუიდი :)