Pages

Saturday, January 28, 2012

ჰო


Sunday, November 20, 2011

9:53 PM

მუსიკა
მუდმივ ძიებაში ვარ, სულ რაღაცას ვეძებ, არ ვარ "სეთისфაიდ", თან საშინლად არ ვარ, რაღაც(ეები) მაკლია მინდა, ვეძებ და ვცდილობ თავი დავიმშვიდო საკუთარი თავისთვის იმის თქმით რომ I must belong somewhere :)

Wednesday, November 9, 2011

მუსიკალური ჭრილი

Bon Iver - Holocene – ერთი ნოტი, ერთი სიტყვაც კი არაა ზედმეტი ამ სიმღერაში, მშვუიდი :)

Sunday, November 6, 2011

თოვლის ბაბუას

ახალი წელი მინდა გავატარო/შევხვდე ლონდონში, ერთი 10 დღით გამიშვი რაა
პ.ს. არა მთვარეზე ჩუსტებით წასვლა არ მინდა!

Sunday, June 26, 2011

ლა, ვუყო ლა


დიდი სიამოვნებით დავიკარგებოდი ფოტოგრაფიაში!
დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ახლობლებისგან საყვედურებს სიტყვებით – „რა არის, არაფრისთვის აღარც გცალია, მარტო ეს ფოტოგრაფია, გადაღებები და მაგის გამო აქეთ–იქით ბოდიალი!“
დიდი სიამოვნებით დავუთმობდი კვირაში 8დღეს ფოტოგრაფიას და სხვა არაფერს! :)
დიდი სიამოვნებით გავათენებდი ღამეებს სურათების დამუშავებაში და მერე ასევე დიდი სიამოვენბით ვიწუწუნებდი დილით თვალებდაწითლებული და ყავით ხელში რომ – მეძნება!! :)
დიდი სიამოვნებით დავიღლიდი საჩვენებელ თითს ჩხაკუნით! :)
დიდი სიამოვნებით მეტკინებოდა მარცხენა თვალი ამდენჯერ დახუჭვით და გახელით! :)
ფოტოგრაფიას რომ სქესი ჰქონდეს, აუცილებლად, მამაკაცი და სტატუსი რომ ჰქოდნეს, აუცილებალდ, ჩემი შეყვარებული იქნებოდა! :)
კაა იი აა, ფოტოგრაფია, ფფლ!!!! :გული:

Sunday, May 22, 2011

Casa Batlló


აი, ხომ არის ადგილები, რომ არ იცი, შემთხვევით გადააწყდები გუგლში, უზომოდ მოგეწონება და 100 ჯერ უფრო მოგინდება მოგზაურობა – აი, ტირილამდე. ხოდა ახლა ასეა(!) ამ წამს ვფიქრობ(და არამგონია ეს ფიქრი „ საამწამიერო“ იყოს), თუ გინდა თქვა რომ იცხოვრე და რაღაც მაინც გინახავს – აი ეს უნდა ნახო. არ მაინტერესებს, ვერ/არ, თუ გინდა თქვა რომ გიცხოვია სულ ცოტა მაინც და რაღაც გინახავს, რაღაცეები მართლა უნდა ნახო(!!!) რომ წავალ(fingers crossed!) ცალკე ფირს(ჰო, ჩემი ზენიტი მიმაქვს) გამოვყოფ ამისთვის, აშკარად დამჭირდება..
ისე სწორი ნათქვამია ასჯერ გაგონილს/წაკითხულს ერთხელ ნანახი(იუთუბიდან მაინც) ჯობიაო, ხოოდა.. აი, ისიც – უხ რა კარგია(!)
პ.ს. მე ხელს აღარ შეგიშლით, მარტო დაგტოვებთ, თქვენ კი დაათვალიერეთ..