დავჯდებოდი ფანჯრის რაფაზე, მუხლებს გისოსებს მივაყრდნობდი, ცხელ ჩაის მოვიქცევდი ხელის გულებში, გავთბებოდი. პირიდან ორთქლს გამოვუშვებდი და იმის ყურებით გავერთობოდი. ცოტა სუსხი და ცოტა სიცივე, უკვე ღამდება და მეტი სიმყუდროვე ისადგურებს ირგვლივ. კარგია.
Thursday, November 22, 2012
დიდი სიამოვნებით
დავჯდებოდი ფანჯრის რაფაზე, მუხლებს გისოსებს მივაყრდნობდი, ცხელ ჩაის მოვიქცევდი ხელის გულებში, გავთბებოდი. პირიდან ორთქლს გამოვუშვებდი და იმის ყურებით გავერთობოდი. ცოტა სუსხი და ცოტა სიცივე, უკვე ღამდება და მეტი სიმყუდროვე ისადგურებს ირგვლივ. კარგია.
Wednesday, November 14, 2012
M83
M83 - I guess I'm floating
მუსიკას შეუძლია გააცოცხლოს კადრები, ემოციები, მოგონებები.
მუსიკას შეუძლია გავლენა მოახდინოს წარმოსახვაზე, შექმნას ხედი, ოცნება განსაკუთრებით მაშინ როდესაც eyes are wide closedJ
ამ მუსიკაზე წარმოვიდგინე რომ მთავრდება გაზაფხული, იწყება ზაფხული, ნელ–ნელა მზე უფრო და უფრო თბება. ვზივარ პარკში,სკამზე, ქალაქის ერთ წყნარ უბანში და სახეს ვითბობ მზეზე. ხანდახან ღრუბლებს ეფარება, მაგრამ მერე ისევ გამოანათებს ხოლმე. ჩემს ირგვლივ ბევრი საქანელაა და ბევრი ბავშვი – არც ერთი უფროსი. ერთობიან, მხიარულობენ, იცინიან და მეც მეღიმება. თვალები დახუჭული მაქვს, ჩემს თვალებში ხან ყვითელი ბურთი გამოჩნდება ხან შავი ნისლი და ასე ვერთობი. ცოტა შემცივდა, მცირედ დაღლას ვგრძნობ, მაგრამ სასიამოვნოა, საერთოდ არაფერი მაწუხებს.

Subscribe to:
Posts (Atom)